CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3064
ObjectID: 3064
ID: 3064
Name: ქართული ფილმის განვითარების ფონდი
FullName: კინომსახიობთა თეატრი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში აგებული შენობა აღმაშენებლის გამზირის მოცემული მონაკვეთის ერთ-ერთი გამორჩეულად მდიდრული და ავთენტურობის თვალსაზრისით, გამორჩეულადვე შელახული ნაგებობაა, რომელიც თავდაპირველად აშენდა, როგორც ელიტური საცხოვრებელი სახლი. მოგვაიენბით, შენობამ მისი მაღალმხატვრული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ფუნქცია შეითავსა; ამჟამად შენობაში ქართული ფილმის განვითარების ფონდია დაბინავებული. გეგმარებით ხაზოვანი შენობა მთავარი, ჩრდილოეთის ფასადით აღმაშენებლის გამზირს გაჰყურებს. წითელი ხაზიდან მნიშვნელოვნად ღრმად შეწეული შენობა, მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ნაგებობათა შორისაა მოქცეული. შენობის წინ თავისუფალი ტერიტორია მომცრო სკვერს ეთმობა. სწორედ ამ სკვერზე გამოდის ნაგებობის რადიკალურად სახეშეცვლილი ფასადი, რომელსაც პირვანდელი მდგომარეობიდან მხოლოდ პორტიკის შემაღლება და მის ორსავ მხარეს მიდგმული, თითომარშიანი ქვის კიბეებია, ასევე სადარბაზო კარია შემორჩენილი _ სრულიად დაკარგულია ფასადის ავთენტური იერსახე, მისი მხატვრული კომპოზიცია, დანაწევრება, ზედ ოდესღაც მიდგმული პორტიკი. ჩრდილოეთის ფასადის კედლები გათანაბრებული და ქვის ფილებით მოპირკეთებულია. შენობის არსებული საფასადო კომპოზიცია აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზეა წაგრძელებული, რომლის დამანაწევრებელ ელემენტებს ცოკოლისა და ზოლური მარტივი კარნიზის ჰორიზონტალებთან ერთად, სწორკუთხა, თანაბარი ინტერვალებით დასორებული ღიობებიც წარმოადგენს. პირველ სართულზე, მარცხენა კიდურა ფრთაში მოთავსებული ავთენტური სადარბაზო კარის გარდა, დამატებით ორი კარია გაჭრილი (პირვანდელი სარკმლების ცოკოლში ჩაჭრა-გაფართოების შედეგად). სრულიად უსახური ექსტერიერის შემდეგ, მოულოდნელი და რადიკალურად განსხვავებულია ინტერიერი, რომელში შესვლაც მდიდრულად მოჩუქურთმებული, ფსევდო-ბაროკალური კომპოზიციით გადაწყვეტილი ხის კარით არის შესაძლებელი. სადარბაზო-ვესტიბიული ვრცელ ჰოლსა და უხვად განათებულ კიბის უჯრედს მოიცავს. უშურველი მხატვრულ-დეკორატიული გაფორმება ინტერიერის ყველა ელემენტს აერთიანებს: პროფილირებული კარნიზით გაფორმებულ ჭერს, კორინთული ორდერითა და თაღებით დანაწევრებულ კედლის ზედა ნაწილებს, მარმარილოთი მოპირკეთებულ მოზაიკურ იატაკსა და კიბეებს. სადარბაზოს დამატებით ღირსებას წარმოადგენს ანტიკური სარკე კიბის მარშების გამაერთიანებელ მოედანზე, დახვეწილი დიზაინის მქონე, კიბის ლითონის მოაჯირი და კედლის ნიშებში მოთავსებული ვენერასა და ჰერმესის ანტიკური ქანდაკებების ასლები. ვესტიბიულის ნაძერწი პლასტიკა _ კორინტული პილასტრების ბაზისები და კაპიტელები, კარებების თავზე განთავსებული საჭექი ქვები, კარნიზის პროფილირება, პირველი სართულის კედლებზე მოწნული ორნამენტით გამოყვანილი ჩარჩოები _ ოქროთი მოვარაყებულია (მოითხოვს გაწმენდას). სადარაბზო ჰოლის უხვ განათებას უზრუნველჰყოფს მეორე სართულის დონეზე, სამხრეთ კედელში გაჭრილი უზარმაზარი ორდგარიანი, თაღოვანი მოყვანილობის სარკმელი. კიბის უჯრედი ქვეშ, უკანა ეზოში გამავალი ფართო კარია მოთავსებული, რომელიც სადარბაზოსთან მოკლე მარმარილოს კიბით არის დაკავშირებული. შენობის ინტერიერის ოთახებში დაცულია შენობის ავთენტური მოჭიქული ფილებით მოპირკეთებული ბუხრები. სამხრეთისკენ პირმიქცეული შენობის უკანა ფასადი სახლის მთავარი ბლოკისა და მის პერპენდიკულარულ, ეზოს სიღრმეში განვითარებულ ფრთის ერთობლიობას წარმოადგენს. სამხრეთის ფასადი, თავდაპირველად, თბილისური გეგმარებისთვის სპეციფიკური ხის ღია აივნებით იხსნებოდა, განსხვავებით სამხრეთ-დასავლეთ ფრთის აგურით ნაშენი კიდურა მოცულობისგან. შუშაბანდებად გადაკეთებული გალერეები მოგვიანებით, პირველი სართულის სრულ პერიმეტრზე, უსახური, ყრუ კედლებით ამოშენდა; ამოშენებულია მეორე სართულის ჭვირული მოაჯირებიც. თვალშისაცემია მეორე სართულზე შემორჩენილი ავთენტური ჭვირული ორნამენტი სვეტისთავებისა და აივნის თაღებზე შესმული სამკაულიდან, მისი დამუშავების მაღალი ხარისხი. ფასადზე მეორე სართულთან დამაკავშირებელი მოგვიანო პერიოდის, რკინის ორმარშიანი კიბეა მიდგმული. აღსანიშნავია, სამხრეთ-დასავლეთ ფრთის საძირკველში მოთავსებული სარდაფული სათავსოების გრძელი რიგიც. კამაროვანი გადახურვის სარდაფები, მომცრო ნახევარსარკმლებით ნათდება/ნიავდება; მათი მიახლოებული სიმაღლე 2,60 მეტრია. შენობის ეზოს პირვანდელი იერი დაკარგულია და ამჟამად მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის უკანა ეზოსთან გაერთიანებულ, მოზრდილ და კეთილმოუწყობელ ტერიტორიას წარმოადგენს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. აღინიშნება უამრავი ვერტიკალური და ღრმა ბზარები როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ნალესობაა ჩამოშლილი ეზოს მხარეს აგურის კედლებზე. შენობის ავთენტურობა სანახევროდაა დაცული _ მხოლოდ სადარბაზო-ვესტიბიულის ღერძზე და ეზოს ჭვირულ შუშაბანდებზე. თუმცა ამ ავთენტურ გარემოშიც არაადეკვატურია ისეთი ჩარევები, როგორიცაა მოგვიანებით გადაღებილი სადარაბზო კარი, კედლები. მაღალმხატვრული ავთენტური ნაშთების გამო, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის განსაკუთრებული დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4036
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./164
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: კულტურა>>თეატრი;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.78985027
Y: 41.71886704