ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3061
ObjectID: 3061
ID: 3061
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე.წ. "ნიკოლოზის" აგურით ნაშენი ორსართულიანი შენობა ცოკოლის სართულით, მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. სახლის გეგმას ლათინური U-ს ფორმა აქვს. სახლი გამოირჩევა მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით. შენობის მთავარი ფასადი სიმეტრიულია. იგი შელესილია და მორთულია XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ევროპული არქიტექტურიდან აღებული ნალესი პროფი­ლებით და ორნამენტებით. პილასტრები, საპირეები და სხვა არქიტექტური დეტალები კარგადაა შემორჩენილი და სახლის პირვანდელი იერ-სახის აღქმაში გვეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულია. ქუჩაზე გამავალი ფასადის განაპირა მხარეებზე რიზალიტებია, რომელიც გვირგვინდება მაღალი, თაღოვანი პარაპეტით. იგი შემკულია გირლანდებით. ფასადს ორივე სართულზე, ღიობებს შორის აღმართული, სტილიზებული, შეწყვილებული პილასტრები ანაწევრებს. I სართულის ღიობებს თაღოვანი საპირეები აქვს, ხოლო II სართულის ღიობებს _ ჩაბრუნებული, მართკითხა. II სართულზე არის ლითონის ჭედური აივნი. ფასადის განაპირა, მარჯვენა მხარეს სადარბაზოს ხის, მაღალი მხატვრული ღირებულიების კარია. მარცხენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია, ლითონის ჭიშკრით, რომელსაც შემორჩენილი აქვს ნაჭედი ელემენტები. რელიეფის გამო, ცოკოლის სართულის ნაწილი ეზოში ნახევარსართულის ტიპისაა, გახსნილია ეზოს მხარეს და ხის ლოჯიებით გამოდის. ეზოს ფასადების ზედა სართულები ხის შუშაბანდებითაა შევსებული, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შერჩენილი აქვს პირვანდელი სახე (ჭვირული მოაჯირები და ხის სვეტების თავზე აჟურული თავსართები). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეთა მიერ ფასადზე მოწყობილია უსახური კიბეები, რაც სახლის იერ-სახეს ამახინჯებს. ეზოს ფასადის ფლიგელის ბოლოს, ფასადი ორ სართულიანია. დათვალიერების შედეგად, ნათლად ჩანს დეფორმაციები და კონსტრუქციული ბზარები, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით და სხვადასხვა გარემოებით. არამდგრადია როგორც თავად ძირითადი ნაწილი, ასევე ეზოს ფასადების ხის შუშაბანდებიც. მთავარი ფასადის ნალესობის ნაწილი ჩამოყრილია და დაზიანებული. პარაპეტის ნაწილი (ფრონტონები) ამორტიზირებულია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა მოითხოვს სერიოზულ გამაგრებებს, საინჟინრო ჩარევებს და სრულ რეაბილიტაციას. სახლი მაღალი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იგი ქუჩისა და ქალაქის განაშენიანებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5101
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./106
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79807461
Y: 41.71255727