ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3058
ObjectID: 3058
ID: 3058
Name: #30 საშ. სკოლა
FullName: #30 საშ. სკოლა
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობა 1897 წელს აშენდა მანთაშოვის დაკვეთით, აქ განთავსებული იყო ვაჟთა სასწავლებელი, გუმბათში მოწყობილი ყოფილა ობსერვატორია. გეგმაში ნაგებობა რუსული Г-ს ფორმისაა. დღეს აქ #30 საჯარო სკოლაა განთავსებული. შენობა ძველი აგურითაა ნაშენი, ფასადი შელესილია და კლასიციზმით შთაგონებული ელემენტებით გაფორმებული. ფასადი კარ-სარკმლების ღიობებით რიტმულადაა დანაწევრებული. თითოეულ მათგანს საპირე შემოუყვება. კედელი ისეთი დეკორატიული ელემენტებით იმკობა, როგორიცაა, იმპოსტი, პილასტრი, მშვილდისებრი ან სამკუთხა ფრონტონი, ორნამენტული ფრიზი სართულებს შორის, სანდრიკები. ნაგებობას ორი აივანი აქვს, მეორე და მესამე სართულზე, ერთმანეთის თავზე, მეორე სართულის კარის თავზემოთ სანდრიკია, სადაც შენობის აგების თარიღია მითითებული. ნაგებობას ასრულებს კარნიზი და პარაპეტი. აღსანიშნავია, რომ სადარბაზოში შემროჩენილი იყო ქვის იატაკი და ლითონის მოაჯირი, მაგრამ 2013 წელს ინტერიერი გარემონტდა, კიბეები მოპირკეთდა, მოაჯირი შეიცვალა. ნაგებობას აქვს, ასევე მეორე სადარბაზო (ამავე შენობაში განთავსებული სამუსიკო სასწავლებლის), სადაც შემორჩა ძველი ქვის კიბეები და ლითონის მოაჯირი. ეზოს მხრიდან ნაგებობას შემორჩა ხის კრონშტეინები. შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფიელბელია. გარდა ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულებისა, იგი მემორიალური თვალსაზრისითაც გამოირჩევა, აქ 1941-1952 წლებში სწავლობდა გურამ რჩეულიშვილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4484
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კიევის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1897 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>სკოლა;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>სკოლა;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80097043
Y: 41.70649996