ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3054
ObjectID: 3054
ID: 3054
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული სახლი გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს, აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით". მარჯვენა მხრიდან ნაგებობა განაშენიანებაშია ჩართული, მარცხენა მხრიდან კი ი. ჯავახიშვილის ქუჩის პერპენდიკულარულად განვითარებულ გასასვლელზე შეულესავი კედლით გადის, რომელშიც აქა-იქ, გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა სარკმლები. შელესილი და შეღებილი მთავარი ფასადი გრძივად მიუყვება ქუჩას. სიმეტრიის ღერძი და ფასადის განაპირა ნაწილები რიზალიტებით არის გართულებული (შუა გვერდითებზე ოდნავ განიერია). ხაზგასმულად სიმეტრიული ფასადის სამივე სართული განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. პირველი სართულის ცენტრში, რიზალიტის ფარგლებში, მშვილდათაღოვანი გვირაბია გაჭრილი, რომლის მეშვეობითაც, შიდა ეზოში ვხვდებით. გვირაბის თაღის ნაწილს პროფილირებული არშია ევლება, რომელიც თაღის კუთხეებთან პატარა, ჰორიზონტალურ შვერილებს ეყრდნობა. აღნიშნულ მონაკვეთში რიზალიტის კედელი ნალესობით გამოყვანილი წყობის იმიტაციით არის დაფარული. სართულის განაპირა რიზალიტებში თაღოვანი ღიობებია, რომლებშიც სადარბაზო კარებია მოწყობილი. რიზალიტებს შორის კედლები გლუვია. რიზალიტები, მეორე და მესამე სართულის დონეზე ფლანკირებულია შვერილი, რუსტებით დაფარული პილასტრებით. განაპირა რიზალიტებში ფანჯრის ღიობები თაღოვანი მოხაზულობისაა და გვერდებში ნახევარწრიული, კანელურებიანი, კორინთულკაპიტელიანი პილასტრებით არის ფლანკირებული, რომლებზეც გადასროლილია პროფილირებული თაღები. შუა რიზალიტის ფანჯრები კი სწორკუთხაა. ასევე სწორკუთხაა რიზალიტებს შორის, გლუვი კედლის ღიობებიც. სამი მხრიდან მათ პროფილირებული არშია შემოუყვება, ქვედა მხრიდან კი კედლებზე გავლებული ჰორიზონტალური სარტყელები აჩარჩოებს. ფანჯარათა თავზე გლუვი საჭექი ქვებია დასმული. მათ შუა ორ-ორი ღიობის წინ მიდგმულია ლითონის აჟურულმოაჯირიანი შეკიდული აივნები, აივნების ფარგლებში ყოველი მეორე ღიობი კარისაა. აივანთა გვერდებზე მოთავსებული ფანჯრების ჩამოსწვრივ და რიზალიტთა ფანჯრების ქვეშ, მათივე სიგანის სწორკუთხა, დაწახნაგებული ზედაპირის მქონე შვერილებია მოთავსებული (შუა რიზალიტის წყვილ-წყვილი ფანჯრების ქვეშ კი მათი ქვედა შვერილიები ერთიანია). სართულების გამყოფად გავლებულია ჰორიზონტალური სარტყელები. მეორე და მესამე სართულზე ყველა ღიობის საჭექი ქვა ნაძერწი დეტალებითაა მორთული: გვხვდება ფანტასტიკურ არსებათა თავები და ნიჟარები. შენობის ფრიზი შევსებულია ესისებურ-ტალღისებური ორნამენტით (პილასტრთა ნაწილები, ფრიზის გასწვრივ შევსებულია წყვილ-წყვილი იმპოსტებით), იგი ქვემოდან ლილვით იფარგლება, ზემოდან კი იონიკების მწკრივით, რომელსაც მოსდევს შვერილი კარნიზი. შუა რიზალიტი ტალღოვანი ფრონტონით სრულდება, რომელიც უხვადაა მორთული ნაძერწობით. განაპირა რიზალიტების თავზე კი პარაპეტის კედლებია მოწყობილი. შენობა გადახურულია თუნუქით. შიდა, მართკუთხა მოხაზულობის ეზოს, საკუთრივ შენობა, სამი მხრიდან ფარგლავს, მეოთხე მხარეს კი დაბალი აგურის ზღუდეა, რომლის კუთხეებშიც წრიული ლითონის კიბეებია მოწყობილი, ისინი სამივე სართულს ემსახურება. ხსენებული ზღუდე მეზობელი სახლის ეზოსგან მიჯნავს აღნიშნულ ეზოს. ეზოში არსებული ღია აივნები ამჟამად, შემინულია. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში. მისი მთავარი ფასადი გაფორმებულია ამპირისა და ბაროკოს სტილში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./84
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79997419
Y: 41.7115385