CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3052
ObjectID: 3052
ID: 3052
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: კუთხის ნაგებობა გეგმით ირეგულარული მრავალკუთხედია, ორსართულინია, ანფილადური. ნაგებია ძველი აგურით, შელესილია და შეღებილი. პირველი სართულის მორთულობას წარმოადგენს რუსტიკა და ანტროპომორფული კრონშტეინები სარკმლის სათაურზე. ასევე სადარბაზოს ხის დეკორირებული კარი ლითონის ჭვირული ნაკეთობით და ლითონის დეკორატიული წინფრით. საკმაოდ მაღალი ცოკოლიდან ბათქაში ჩამოცვენილია და ჩანს აგურის წყობა. ქუჩის მხარეს მიწის დონეზე გამოდის სარდაფის ვიწრო სარკმლები. მეორე სართულზე არის ლითონის ჭვირულმოაჯირიანი ორი გრძელი აივანი. ფასადის მორთულობას წარმოადგნეს სარკმლის მხრებიანი მოჩარჩოება მის ლომისთავიან კრონშტეინებზე დამჯდარი მშვილდისმაგვარი სანდრიკები ერთი თავისებურებით – ნახევარწრე ცენტრში გახსნილია და თაღში გაჭრილ ნიშებში ლამპის დეკორატიული ქანდაკებია ჩადგმული. უშუალოდ სარკმლის თავზე მართკუთხა მცენარეულორნამენტიანი ნაძერწობაა. ასევე უხვად არის მორთული კარნიზისქვედაფრიზი- მცენარეულმოტივიანი კრონშტეინების რიგს შუალედებში გირლანდებიანი ნიშები ამკობს. უშუალოდ კარნიზს კი მძივისებური დეკორატიული ლენტი მიუყვება. ასრულებს ვიწრო პარაპეტი. ფასადის ზედა, მარჯვენა კუთხე “გარემონტებულია” –დარღვეულია ფასადის იერსახე, ავთენტური ფასადი ჩანაცვლებულია წითელი დეკორატიულნალესობიანი აგურის მოპირკეთებით, კარსა და სარკმლებს კი ნაცრისფერი ქვის ჩარჩოები კრავს. (ნაგებობის რესტავრაციის შემთხვევაში აღნიშნული ფასადი მოსახსნელია !). ამ ნაწილში არის სადარბაზოს მეორე კარი – ხის დეკორით და ლითონის ჭვირული ფარით. სადარნაზოში აღსანიშნავია იატაკის დეკორი. ნაგებობა ქუჩის კვეთაზე გადის ნახევარწრიული ნაგებობით რომელიც აღნიშნული სახლის უშუალო გაგრძელებას წარმაოდგენს ( ჯავახიშვილის 54), და სავარაუდოდ უფრო ადრინდელი უნდა იყოს ვიდრე განხილული სახლი. ოვალური ნაგებობა ორსართულიანია –ზედა სართულზე სამი ტიმპანია სარკმელია, ქვედაზე ერთი ყრუ ნიშნა ტიმპანით , ერთი სავარაუდოდასეთივე ნიშის ადგილას გაჭრილი სარკმელი (სავაჭრო ობიექტის), ერთი ტიმპანიანი კარი კუთხეში. ზედა ნაწილში დარცენილი აქვს შელესვისა და შეღებვის კვალი. ჩამოცვენილია ნალესობა , ჩანს აგურის წყობა. შენობას ასრულებს ფართე შუბლიანი დეკორატიული სარტყელი. ოვალურ ნაგებობის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს ერთსართულიანი გრძელი შენობა სამი სარკმლითა და კარით (ამჟამად ფასადის მხრიდან სავაჭრო ობიექტია) ეზოს შესასვლელი არის ჯავახიშვილის მხრიდან. სიღრმეში შეჭრილ მცირე ზომის სამკუთხა ეზოში აღსანიშნავია მეორე სართულის ღია აივანზე ამავალი ხის კიბე, შემორჩენილი ხის აივნების დეკორი, ხის სვეტები ჭვირული ფარდით, კრონშტეინები, შუშაბანდები მცირე ზომის კვადრატული ხის ჩარჩოებით შედგენილი სარკმლებით. პირველი სართული სრულიად სახეცვლილია. ეზოს მხრიდან სახლს აქვს რამდენიმე მინაშენი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5376
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./52.მაზნიაშვილი გიორგის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს; ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი/ მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80262594
Y: 41.70779308