{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3051?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3051?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3051?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3051",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3051,
    "ID" : 3051,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ერთსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\" და გეგმაში ქუჩის გასწვრივ წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს. ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გამავალი ფასადი შელესილი და შეღებილია. მარცხენა განაპირა ნაწილში ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბია გაჭრილი, რომლის თავზეც შენობა ორსართულიანია. \nდანარჩენი, ერთსართულიანი ნაწილი მაღალი სარდაფის კედლითაა ამაღლებული. აქ სარდაფის თავდაპირველი, სწორკუთხა სარკმლების გვერდით,  მათი გაფართოვების შედეგად, სხვადასხვა ზომის კარებია გაჭრილი. მათში მოხვედრა, ვიწრო ჩასასვლელი კიბეებითაა შესაძლებელი. პირველი სართული, სწორკუთხა, სამი მხრიდან არშიაშემოვლებული ფანჯრებით, თანაბარი რიტმითაა დანაწევრებული. სარკმელთა ქვედა ნაწილებს ყველასთვის საზიარო სარტყელი ასრულებს. შუაკედლისებს გლუვი და რუსტებისაგან შედგენილი პილასტრები აუყვება. ფანჯარათა ჩამოსწვრივ კი სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული. ერთსართულიანი მხარე შვერილი კარნიზითა და მასზე დაბჯენილი პარაპეტით სრულდება. \nგვირაბის თავზე არსებული, ორივე სართული უხვადაა მორთული. მეორე სართულზე ოდესღაც, ღია აივანი იყო, ამჟამად, იგი ამოშენებულია და გლუვ კედელში სწორკუთხა ფანჯარაა გაკეთებული. წინიდან რიკულებით დამშვენებული კედელი ფლანკირებულია წყვილი კორინთული, გეგმაში წრიული, კანელურებიანი სვეტებით, რომლებსაც შებრტყელებული თაღი უჭირავთ. თაღის განაპირა ნაწილებში ნაძერწი კარტუშებია დასმული. მესამე სართული ასევე სწორკუთხა ღიობით ნაწევრდება, რომელიც ფლანკირებულია ძლიერი, სწორკუთხა შვერილებით. მათ თავზე სამკუთხა ფრონტონია (მის ტიმპანში ნაძერწი ლარნაკია) მოთავსებული. ფრონტონი და შვერილები, ისევე როგორც სართულთა გამყოფი სარტყელი, უხვადაა შემკული მცენარეული ორნამენტით. \nშენობის ეზოსკენ მიმართულ ფასადს, ოდესღაც, ღია აივნები ამშვენებდა, ამჟამად, უკლებლივ ყველა შემინულია და ნაწილობრივ, ამოშენებულიც. სახლი გადახურულია თუნუქით. იგი აშენებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში. ქუჩისპირა ფასადი რენესანსის, ბაროკოსა და ამპირისა სტილთა ნიშნების მატარებელია.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5356",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./105",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797471260000002,
    "Y" : 41.715728149999997
  }
}