ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3050
ObjectID: 3050
ID: 3050
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოცემული შენობა მთავარი ფასადით ბაქო ქუჩაზე გამოდის. იგი ორსართლიანია, აგურითაა ნაშენი, შელესილია და შეღებილი. შენობის გეგმას ლათინური ასო L–ს ფორმა აქვს. ფასადი ნაწევრდება ღიობების რიტმით. პირველ სართულზე ღიობებს საპირეები აქვთ, თავზე სწორხაზოვანი სანდრიკები, ცენტრში დეკორატიული, რელიეფური ელემენტებით. მეორე სართულზე ღიობებს მხოლოდ საპირეები აქვთ. ფასადს ჰორიზონტალურად გასდევს პროფილირებული კარნიზები. პირველი სართულის ცენტრში სადარბაზოში შესასვლელი კარია. ავთენტური კარი შეცვლილია თანამედროვე, უსახური, ლითონის კარით. პირველ სართულზე ე.წ. ფრანგული აივანია. მეორე სართულზე ორი გადმოკიდებული აივანია. ლითონის აივნები ავთენტურია და გაფორმებულია სადა ელემენტებით. ფასადის მარცხენა ნაწილი (I სართ.) გამოყოფილია კანელურებიანი პილასტრებით. ფასადის ეს მონაკვეთი გამოირჩევა შესრულების მაღლი ხარისხით. სახლის მარცხენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია. გვირაბის ჭიშკარი ლითონისაა და გაწყობილია ლითონისავე ჭედური ელემენტებით. გვირაბის თავზე, მისი სიმაღლის ხარჯზე, ჩაშენებულია საცხოვრისი, სადაც მოწყობილია თანამედროვე, უსახური აივანი. მესამე სართულზე მხოლოდ სარკმელია პროფილირებული საპირეთი. პირველი სართულის სარკმლებს თანამედროვე ცხაურები აქვს. ფასადის ნალესობა ჩამოშლილია. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. სახლი ბაქო ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3924
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბაქოს ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1898 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79243763
Y: 41.71807988