{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3049?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3049?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3049?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3049",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3049,
    "ID" : 3049,
    "Name" : "რუსული მართლმადიდებლური ეკლესია",
    "FullName" : "რუსული მართლმადიდებლური ეკლესია",
    "Description" : "ერთსართულიანი შენობა საკულტო სახეობისაა. კედლის მასალად გამოყენებულია ე.წ. \"რუსული აგური\", ამასთან, ნაგებობა შელესილია, აქვს დეკორატიული შელესვა. სახურავის ძირითადი მასალა არის თუნუქი. \r\nწმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული, მართლმადიდებლური ეკლესია ივ. ჯავახიშვილისა და კ. მარჯანიშვილის ქუჩათა კვეთაზე მდებარეობს. ტაძარი 1864 წელს მორწმუნეთა პირადი შემოწირულობითა და რუსეთის სინოდის მიერ გამოყოფილი, 5000 მანეთის მეშვეობით აშენდა. ნაგებობა მოგვიანებით გადააკეთეს. 1886 წელს ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა. იმავდროულად, დასავლეთ ნაწილში აღიმართა გუმბათიანი სამრეკლო, კარიბჭე და ქვის კიბე. ეკლესიის გაფორმება ეგზარხოს პავლეს ინიციატივით მოხდა. ქუჩათა კვეთაზე, ქუჩის პირას 1913 წელს ღმრთისმშობლის ხატის სამლოცველო აშენდა, ეს მოვლენა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს მიეძღვნა. \r\nტაძარი XIX საუკუნის რუსულ არქიტექტურაში გავრცელებული ე.წ \"რუსული სტილის\" ნიმუშია. შესასვლეელი სამი მხრიდან აქვს. ეკლესიის ინტერიერი სადაა, ქვედა ნაწილი ცისფრად არის შეღებილი, ხოლო, ზემოთ თეთრი კირია გამოყენებული. მდიდრულად არის შემკობილი საკურთხევლის კანკელი. ტაძრის იატაკი მოზაიკურია. დასავლეთ მხარეს მცირე ზომის პატრონიკეა შექმნილი. \r\nრაც შეეხეება ფასადებს, ისინი დანაწევრებულია მართკუთხა და თაღოვანი სარკმლებით, შემკულობა კლასიცისტური სტილის ნიშნებს ატარებს. აღმოსავლეთ ფასადზე მხოლოდ ერთი სარკმელია, მის ორსავ მხარეს კი ჯვრის გამოსახულებებია. ასევე ჯვარია გამოსახული სარკმლის ზემოთ, პილასტრებზე დაყრდნობილ თაღში. დეკორით აქცენტირებულია დასავლეთი მხარეც, კარიბჭეცა და სარკმელიც საკმაოდ, მოცულობითია. კარიბჭის კარი შეისრული ფორმის თაღშია მოქცეული, რომელიც დორიული ორდერის პილასტრებს ეყრდნობა. ფასადებზე ძირითადად, ხაზოვან-გეომეტრიული დეკორია წარმოდგენილი. მრავლადაა ჯვრის გამოსახულებები, რომლებიც ფრიზულად მიუყვება ფასადების გარკვეულ მონაკვეთებს. სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავების ცენტრალური ნაწილი მუზარადისებური ფორმის ზაკომარებით სრულდება, მათ ქვემოთ კი ლუნეტებია გაჭრილი. სამხრეთ ფასადზე ქუჩისკენ მიმართულია სამი მხრიდან გახსნილი კარიბჭე. ტაძრის გუმბათი რუსული სტილისაა, ე.წ \"ხახვის\" ფორმის. ფასადები დაფერილია, ცოკოლი რუხი ფერისაა, კედლების სიბრტყე მოყვითალოა, არქიტექტურული ელემენტები თეთრი, ხოლო გუმბათები კი ცისფერი ფერისაა. \r\nქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, შენობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერის შექმნაში. არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში მას აქვს დომინანტის როლი. როგორც ზემოთ ითქვა, შენობა ე.წ \"რუსულ სტილშია\" აგებული, მაგრამ ასევე ატარებს კლასიციზმის ნიშნებს. ნაგებობა ტიპობრივად და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით, ჯვარგუმბათოვანია. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5385",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./69",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1880 წ.",
    "InitialFunction" : "\nრელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა;რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსხვა კონფესიების რელიგიური/რწემან-წარმოდგენების ნაგებობები;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.801042619999997,
    "Y" : 41.711331090000002
  }
}