ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3047
ObjectID: 3047
ID: 3047
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ნაგებობა აგურითაა ნაშენი. შენობა ორსართულიანია. ფასადის გაფორმებაში გამოყენებულია კლასიციზმისა და მოდერნის სტილის არქიტექტურული ელემენტები. ცენტრალური ნაწილი სიღრმეშია შეწეული, ხოლო გვერდითი შვერილები დანარჩენი შებობების ხაზს უსწორდება, რაც ტეხილ და დინამიურ რიტმს წარმოშობს. გვერდით შვერილებს ცენტრალურ ნაწილთან მისკენ მიმართულ კედელზე გაჭრილი მრგვალი სარკმლები აკავშირებს. ცენტრალური ნაწილის მეორე სართული სწორკუთხა მოყვანილობის სარკმლებისა და ლითონის აივანზე გამავალი კარითაა დანაწევრებული. პირველი სართულის ფასადი უფრო დატვირთულია დეტალებით. ცენტრში კარიაა, რომლისკენ კიბე მიემართება ორივე მხრიდან. თავის მხრივ, კიბეები ნახევარსარდაფში ჩამავალი კარის ფლანკირებასაც ახდენენ. პირველი სართულის კარის გარდა კუთხეებში გაჭრილი სარკმლებიც თაღოვანია საპირეებით. ღიობებს შორის პილასტრებია, კედლის კუთხეებში კი დეკორატიული ლილვებია, ასეთივე ლილვებია შენობის შვერილი კედლის პილასტრებზეც. შენობის ქუჩისკენ გამავალი ფასადის შელესილობა 2012 წლის დ. აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოს ფარგლებში განახლდა. ეზოს მხიდან კი ნაგებობა მძიმე მდგომარეობაშია. ჩანს, რომ შენობა ავარიული, მის გასამაგრებლად რკინის კონტრუქციაა გამოყენებული. თანამედროვე გადაკეთების, აგურის ამოშენების, შელესილობის მიუხედავად, ეზოს მხრიდან შემორჩენილია ხის კრონშტაინები და ხისავე დორიული სვეტები. ნაგებობა მნიშვნლეოვნად განსაზღვრავს ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურულ სახეს. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწრაფოდ საჭიროებს გამაგრებას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4229
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./65
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79932073
Y: 41.70731257