{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3043?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3043?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3043?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3043",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3043,
    "ID" : 3043,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მითითებულ ნომერზე ორი სახლი აღირიცხება - N40, რომელიც ეზოს სიღრმეშია განთავსებული და N40ბ. ეს უკანასკნელი, ფასადით, ქუჩის მხარეს გამოდის. ამ ორ სახლს ერთი დიდი და უხვად გამწვანებული ეზო აერთიანებს, რომელიც ქუჩის მხრიდან რკინა-ბეტონის გალავნითაა მოსაზღვრული. ფასადით ქუჩის მხარეს გამომავალი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი N40ბ. ე.წ. \"რუსული აგურითაა\" ნაგები. ფასადი შელესილია და ქვიშისფრადაა შეფერილი. ცალკეულ ადგილებში ნალესობა აყრილია და მის ქვეშ აგურის წყობა მოჩანს. შენობის ცენტრალური ღერძი კიდეებიდან, მსუბუქი რიზალიტებითაა აქცენტირებული, რომელნიც დეკორატიული თვალსაზრისით, იდენტურადაა გადაწყვეტილი.\n შენობის პირველი სართულის არე ფანჯრების რიგით ნაწევრდება. მათ გარს  პროფილირებული ჩარჩოები ევლება, რომლებიც ზედა ნაწილებში ორმაგი საჭექი ქვების იმიტაციით იმკობა. ამ უკანასკნელთა ზედაპირები ორი-ორი, ვერტიკალური \"ნაჭდევით\" არის აღნიშნული. ფანჯრების ძირები პროფილირებული რაფებითაა ხაზგასმული, რომელთა ქვემოთაც ორ-ორი, \"ფოჩით\" დასრულებული, არქიტექტურული ელემენტია მოთავსებული. ფანჯრებს შორის მოქცეული კედლის გლუვი ზედაპირი, ერთმანეთისაგან ინტერვალებით გამოყოფილი, ხუთ-ხუთი, ჰორიზონტალური ხაზითაა დაღარული. სართულებს შორის ერთმანეთის თავზე მოთავსებული, ორი სარტყელია გავლებული. მათგან ქვედა მეანდრების უწყვეტი მწკრივით იმკობა. \nმეორე სართულის არე ასევე, ფანჯრების რიგითაა დანაწევრებული. ცენტრალური და გვერდითი რიზალიტების ფარგლებში მოქცეული ფანჯრების ორ მხარეს ორმაგი პილასტრებია გამოსახული. მათი ბაზები წარმოდგენილია სამ-სამი კანელურის სახით, ხოლო ტანი - ბურთულებით აღნიშნული მართკუთხედების სახით, რომელთა კიდეებშიც ვოლუტებია გამოსახული. ფანჯრების ძირები ორ-ორი, \"ფოჩით\" დასრულებული, \"არშიისებური\" არქიტექტურული ელემენტებით იმკობა. დანარჩენი ფანჯრებიც ანალოგიურადაა გაფორმებული, განხვავება იმაშია, რომ ისინი ზედა ნაწილში საჭექი ქვების იმიტაციებითა და მათ ორ მხარეს გამოსახული, ორ-ორი ბურთულით იმკობა. ამავე სართულზე ლითონის ორი, აჟურული აივანია გადმოკიდებული. ფასადის ზედა ნაწილში, კარნიზთან ახლოს მართკუთხა გეომეტრიული ელემენტების მწკრივი, ხოლო მის ზემოთ კბილანების მწკრივია გამოსახული. ფასადი პროფილირებული კარნიზით, ხოლო რიზალიტები პარაპეტებით სრულდება. სახლის სადარბაზო კარი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, პირველი სართულის არეშია მოთავსებული. სადარბაზოს ხის, რიკულებიანი კიბე აუყვება. შიდა ეზოში სახლის მარცხნივ მოთავსებული ალაყაფის კარიდან ვხვდებით. \nფართო და უხვად გამწვანებული, მყუდრო ეზოს მხარეს გამომავალი ფასადი თავდაპირველად, ღია აივნებით იყო შემკული. მოგვიანებით, ის შეუმინავთ, თუმცა, ღია აივანი შენობის პირველ სართულზე დღემდეა შემორჩენილი. \nეზოს სიღრმეში, კიდევ ერთი, ორსართულიანი, საცხოვრებელი სახლი დგას (N40). როგორც ჩანს სახლის ცენტრალური და კიდურა ნაწილები ყრუ კედლებით იყო ამოშენებული, ხოლო, დანარჩენი ნაწილები ჭვირული დეკორატიული ელემენტებით შემკული აივნებით იხსნებოდა. აივნები ამჟამად, ან კედლებითაა ამოშენებული, ან შემინულია. ჩვენამდე მოღწეული აივნის მოაჯირები მაღალი ოსტატობით შესრულებულ, არქიტექტურულად ღირებულ დეტალებს წარმოადგენს. ფასადის ცენტრალური ნაწილი რიზალიტითაა ხაზგასმული, რომლის კიდეებში ორივე სათულზე პილასტრებია გამოსახული. პირველი სართულის პილასტრები რუსტიკის იმიტაციით იქმნება, ხოლო მეორე სართული დეკორაციული ელემენტებითაა გაფორმებული. მათი ბაზები სამ-სამი კანელურით, ხოლო ტანი კაპიტელების ძირში გამოსახული წრეებიდან გამომავალი, ბურთულებით დასრულებული ელემენტებითაა აღნიშნული. ამჟამად, შენობის მარჯვენა კუთხე ჩამონგრეულია, რასაც შეეწირა ფასადის მარჯვენა რიზალიტი და მისი მომიჯნავე, რიზალიტებსშორისი კედელი. \nზემოთ მოყვანილი სახლებიდან, მხატვრული თვალსაზრისით, მხოლოდ N40ბ. გამოიჩევა. ის არსებით როლს ასრულებს ჩუბინაშვილის ქუჩის, როგორც მხატვრული, ისე ისტორიული სახის შექმნაში. ამასთან, არქიტექტურული თვალსაზრისით, შენობა ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს მთელი საკვლევი არეალის ფარგლებში. შენობის მთავარ ფასადზე შეინიშნება კლასიცისტური და ბაროკული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები. უკანასკნელი XIX  სუკუნის ბოლოს უნდა იყოს აგებული. სავარაუდოდ, იგი ეკუთვნოდა კონსტანტინე ივანეს ძე შერემეტიევს, რადგან კარის ძველ აბრაზე  ეს სახელი და გვარია ამოტვიფრული.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5155",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჩუბინაშვილი გიორგის ქ./40b",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;მემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;",
    "CurrentFunction" : "\nმემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799970389999999,
    "Y" : 41.715224900000003
  }
}