ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3040
ObjectID: 3040
ID: 3040
Name: მაღაზია
FullName: მაღაზია
Description: ერთსართულიანი, მცირე ნაგებობა ე.წ. "ნიკოლოზის" აგურით არის ნაშენი. გეგმა მართკუთხაა. ის ეზოს სიღრმეში ვითარდება და მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის გამზირზე გადის. პროექტის მიხედვით (საარქივო მასალა) ანალოგიური ნაგებობა იდგა მის პარალელურად, რომელთაც ლითონის მესერი და იქ ჩართული ადამიანის სიმაღლის ტუმბოები აკავშირებდა (ტუმბოებს შორის ჭიშკარი და მათ თავზე ლომების სკულპტურული გამოსახულებები ედგა). XX ს-ნის 30-იან წლებში მარჯვენა ნაგებობა დაინგრა და ლომების სკულპტურული გამოსახულებები ზოოპარკის ტერიტორიაზე გადაუტანიათ (საბოლოოდ მისი კვალიც გაქრა). რაც შეეხება თავად შენობას, იგი აღმაშენებლის გამზირზე ვიწრო მთავარი ფასადით გამოდის. ფასადი გალესილია და შეღებილი. მას 2010 წელს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები და სრული რესტავრაცია. აღდგენილია მისი პირვანდელი სახე (არა საპროექტო). მთავარი ფასადის ცენტრში კედელი შეწეულია საფასადო სიბრტყიდან სიღრმეში და მის წინ ბაქანია, რომლსაც მასიური პილონები საზღვრავს მათი საფასადო სიბრტყე დამუშავებულია აგურის წყობაში გამოყვანილი პროფილებით. პილონებს თითქმის მიდგმულია თითო-თითო სვეტი იონური კაპიტელებით, რომელთა შუა ლითონის მოაჯირია. კვლევის შედეგად აღმოჩენილი ძველი ფოტოსურათის მიხედვით, პილონების საფასადო სიბრტყეზე აღდგენილია ერთგვარი დაფა, გირლანდით. ფასადი დეკორატიული ელემენტებითა და პროფილირებული კარნიზით ბოლოვდება. თავზე, მთელ პერიმეტრზე პარაპეტი გასდევს. ეზოში გამავალი ორი ფასადი შელესილია და შეღებილი. გრძივ ფასადს მსუბუქად შეღრმავებული სწორკუთხა არეები და ღიობები ანაწევრებს. ფასადის მარჯვენა მახვილი კუთხე ჩამოჭრილია. ორივე ფასადი დეკორატიული ფრიზით სრულდება. უკანა ფასადზე კი მართკუთხა ღიობის მაგიერ აღდგენილია წრიული სრკმელი. ასევე აღდგა ლითონის მესერი და ჭიშკარი პილონებით და ლომის სკულპტურები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4173
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./149
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: ;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79234866
Y: 41.71670585