CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3039
ObjectID: 3039
ID: 3039
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის, ქუჩის მიმყოლი ასიმეტრიული ფასადი ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით არის შემკული. ნაგებობის შუა ტანზე, პილასტრებით მონიშნულ განიერ რიზალიტში, ეზოში შესასვლელი დაბალი მართკუთხა გვირაბია გაჭრილი. რიზალიტს დიდი ზომის თაღოვანი სარკმელი ასრულებს, რომლის ორსავ მხარეს რელიეფური გამოსახულებებია მოთავსებული. თაღს დეკორატიული, მედალიონისებრი საჭექი ქვა ერთვის, რომელშიც შენობის აგებიის თარიღია ჩაწერილი. რიზალიტის მარცხნივ მაღალი ფრამუგით დაგვირგვინებული კარია გაჭრილი, რომელიც პირველ სართულზე ჩამწკრივებულ ფანჯრების რიგში ეწერება და მათგან მორთულობით, საპირეზე დართული ადამიანის თავის გამოსახულებით გამოირჩევა. ფასადის ორივე განაპირა კიდეში სუსტი, კომპოზიტური კაპიტელებითა და ადამიანის თავის გამოსახულებით შემკული პილასტრებით მსუბუქი რიზალიტებია მონიშნული, რომელზეც ორივე სართულზე თითო განიერი ფანჯარაა დატანილი. რიზალიტებს შორის სარკმლების რიგებია მოქცეული. მეორე სართულზე მათ, კომპოზიციის შუა ღერძიდან თანაბრად დაშორებული, რკინის აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებია შეკიდული. სადა საპირეებით შემოწერილი ღიობები დეკორატიული, პროფილირებული საჭექი ქვებით არის გაფორმებული. სარკმლებს შორის მცირე პლასტიკური გამოსახულებებია მოქცეული. შენობა ეზოს შემცველია, რომელსაც ხის სადა აივნები და შუშაბანდები შემოუყვება. სხვადასხვა სართულებს ეზოსთან რკინისა თუ ხის კიბეები აკავშირებს. რელიეფის დაფერდების გამო, შენობას ეზოს მხარეს ერთი სართული ემატება. ორსართულიანი, მცირემასშტაბიანი ნაგებობა საშუალო მხატვრული ღირებულებისაა. მასზე განაწილებული სამკაული თითქოს უბრალო მცდელობაა, რომ ფასადს საზეიმო ელფერი შემატოს. სახლი, ქუჩისა და მიმდებარე კვარტლის მოკრძალებულ მასშტაბს, სილუეტსა და მხატვრულ სახეს განსაზღვრავს. სხვა ნაგებობებთან ერთად კი მის ერთიან სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4717
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./58
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1909 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79812015
Y: 41.7160352