{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3038?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3038?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3038?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3038",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3038,
    "ID" : 3038,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი მდებარეობს ი. ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში, ის ორსართულიანია, გეგმაში სწორკუთხა, აგებულია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\". მარჯვენა მხრიდან მეზობელ სახლს ებჯინება, მარცხენა მხარეს კი ეზოში შესასვლელი ჭიშკარია მოწყობილი. მისი მთავარი, ასიმეტრიული ფასადი გრძივად მიუყვება ქუჩას. ის შელესილია და შეღებილი. ფასადის პირველი სართული დაბალი ცოკოლითაა ამაღლებული, რომელშიც თანაბარი რიტმით გაჭრილია ჰორიზონტალურად წაგრძელებული, სწორკუთხა სარკმლები. პირველი სართულის ყველა ღიობი სწორკუთხაა, მარჯვენა კიდეში განთავსებულია სადარბაზოს კარის ღიობი. აღნიშნული სართულის ყველა ფანჯრის ღიობს, სამი მხრიდან, სადა არშია ევლება, ქვედა მოჩარჩოების როლს კი უკანასკნელზე ორჯერ განიერი თარო ასრულებს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ, სწორკუთხა, ჩარჩოშემოვლებული ჩაღრმავებებია. ყოველი მათგანის თავზე კი საჭექი ქვებია დასმული (მხოლოდ, მარცხნიდან პირველი ფანჯრის თავზე, საჭექი ქვის ნაცვლად, მოთავსებულია ფავნის თავის სკულპტურული გამოსახულება). პირველი სართულის გლუვი კედელი დასერილია ჰორიზონტალური ხაზებით და ფასადის კიდეებში ფლანკირებულია სადა, კანელურებიანი პილასტრებით. პილასტრები ანაწევრებს კედლის სხვა ნაწილებსაც, მარცხნიდან, მეორე და მესამე, მეოთხე და მეხუთე და მეშვიდე და მერვე ფანჯრის ღიობებს შორის. პირველის მსგავსი დანაწევრებაა მეორე სართულზეც. \nსართულები ერთმანეთისგან გამოიყოფა ჰორიზონტალური სარტყლით. პირველი სართულისგან განსხვავებით, მეორე სართულის ყველა ღიობი მშვილდათაღოვანია და ნაძერწი ზედაპირის მქონე, საჭექი ქვებითაა დასრულებული. უკანასკნელთა მოჩარჩოება პირველი სართულის ღიობთა  მოჩარჩოებაზე, გაცილებით, განიერია. მეორე სართულზე მარცხნიდან მეორე და მეშვიდე ღიობი კარისაა, ორივე მათგანი ლითონის, აჟურულმოაჯირიან აივანზე გადის. მთლიანად ფასადი სრულდება ერთმანეთის თავზე, მცირე პაუზით განთავსებული ჰორიზონტალური სარტყლითა და შვერილი კარნიზით, კარნიზს კი მოსდევს პარაპეტის გლუვი კედელი, რომელსაც სამსაფეხურიანი კარნიზი ასრულებს. \nფასადი დაფერილია ორი ფერით, საკუთრივ კედელი ღია მოყვითალო-ნარინჯისფერი ტონისაა, პროფილირებული ნაწილები და საპარადო კარი კი ღია რუხი ფერისა, შეკიდული აივნები შავადაა შეღებილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მარჯვენა, განივი კედელი განაშენიანებაშია ჩართული, მარცხენა, განივი კედელი შეულესავია და მასში გაჭრილია სამი ღიობი: ერთი პირველ სართულზე, დანარჩენი მეორეზე. სართულებს შორის, აგურის წყობაში გამოყვანილი ჰორიზონტალური სარტყელია გავლებული, ფასადი კი აგურისავე წყობაში გამოყვანილი კარნიზით სრულდება. ცხადია, ეზოს მხარეს, სახლის გრძივი ფასადი აივნებით იქნებოდა შემკული, ამჟამად, მას მიდგმული აქვს, ნახევარსარდაფით ამაღლებული, ორსართულიანი, სწორკუთხა მოცულობა. ნახევარსარდაფის ნაწილში ჰორიზონტალურად წაგრძელებილი ღიობებია გაჭრილი, ფასადის მარცხენა კუთხეში მიდგმულია სწორკუთხა, გახსნილი ლოჯია, რომლის მარცხნივაც, მსუბუქი კონსტრუქციით გადახურული, ნახევარსარდაფში ჩასასვლელი კიბეა მოთავსებული. მეორე და მესამე სართულზე, თანაბარი რიტმით გაჭრილია კვადრატული მოხაზულობის ფანჯრის ღიობები, ფასადის განაპირა ღიობები კარისაა, პირველი სართულის ხსენებულ ლოჯიაზე, მეორე სართულისა კი პატარა ლითონის შეკიდულ აივანზე გადის. შენობას ლათინური \"ლ\"-ის მოხაზულობის ეზო აქვს. შენობა აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მთავარი ფასადის მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს ნიშნები\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5357",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./118",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797060289999997,
    "Y" : 41.715746080000002
  }
}