ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3036
ObjectID: 3036
ID: 3036
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: გერმანელი კოლონისტების მიერ მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული სახლი აგურთაა ნაშენი. შენობა შელესილია. ნაგებობის ორ სართულს მეზონინი ასრულებს. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია და მის გაფორმებაში გოთური ელემენტებია გამოყენებული. ცენტრალური ნაწილი ამაღლებულია მეზონინის ორფერდა გადახურვის ხარჯზე. ამავე ნაწილის მეორე სართული ქვის ლოჯია გამოიყოფა მკაფო აქცენტად. ლოჯიის თაღი სვეტებს ეყრდნობა. პირველი და მეორე სართულის ღიობები შეისრული ფორმისაა. მეზონინის სარკმლები კი სწორკუთხა. პირველი სართული რუსტირებულია, მეორე სართულში გვერდითი ფრთების ნაწილი ცემენტითაა შელესილი. ნაგებობის ნახევარსარდაფში მაღაზიები და საწყობია მოწყობილი. სარდაფის ინტერიერში სივრცე თაღებით იყოფა. ნაგებობას სადარბაზოში შესასვლელი კარი გვერდითი ფასადიდან აქვს. მის ინტერიერში პირველ და მეორე სართულზე ქვის იატაკი და კიბე, ასევე ლითონის მოაჯირი გვხვდება, მეზონინის ნაწილში კი კიბეც და რიკულებიანი მოაჯირიც ხისაა. ეზოს მხრიდან ნაგებობას სხვადასხვა დროს განხორციელებული სარემონტო სამუშოს კვალს ატარებს. აქვს სამი მიშენება. თუმცა, ასევე შენარჩუნებულია ხის ღია და დახურული გალერეა სვეტებითურთ და ხის კიბე. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საშუალოა. შეინიშნება ბზარები, ძველი შელესილობის ცვენა. ნაგებობა მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურულ განვითარებაში. ასევე, მას მემორიალური დატვირთვაც აქვს, აქ 1851 წლის ნოემბერ-იანვრის თვეში ცხოვრობდა ლევ ტოლსტოი და მუშაობა მოთხრობაზე ,,ბავშვობა". ასევე, ამავე სახლში 1892-1893 წლებში ცხოვრობდა ეგნატე ნინოშვილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4609
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მარჯანიშვილი კოტეს ქ./27
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79842506
Y: 41.70982655