ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3034
ObjectID: 3034
ID: 3034
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: წარმოადგენს მოზრდილი მასშტაბის ნაგებობას, რომელიც რუსული "პ"-ს ფორმის შიდა ეზოს დაირთავს უკანა მხრიდან. მთავარი ფასადი ქუჩაზე ორსართულიანია, მანსარდით. პირველ სართულის შუაში გაჭრილია სადარბაზოს კარის განიერი და მაღალი ღიობი. მის ორივე მხარეს ფასადს სამ-სამი სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობი ანაწევრებს. მეორე სართულზე მორკალური ფორმის თაღიანი ღიობებია, თითო ღიობის გამოტოვებით კი სამი ლითონის მოაჯირიანი აივანი გამოდის. შუა აივანი გვერდითებთანNშედარებით განიერია. პირველი სართული რუსტირებით ფორმდება. ღიობები არ არის მოჩარჩოებული, თუმცა ზემოთ აქვს საჭექი ქვის იმიტაცია, გაფორმებლი ქალის თავის გამოსახულებიანი მასკარონით. მეორე სართულის ღიობებს შემოუყვება პროფილირებული მოჩარჩოება, გრეხილი ლილვებით. ღიობის ზემოთ მოჩარჩოებაში ჩასმულია მცენარეული ორნამენტით დაფარული საჭექი ქვა. ფასადის შუაკედლისები გაფორმებულია კანელურებიანი პილასტრებით, რომლებიც სრულდება კორინთული ორდერის კაპიტელებით. Fანჯრის ღიობის ქვემოთ მართკუთხა არეებში ფასკუნჯის გამოსახულებებია ჩასმული. ფასადი სრულდებოდა პროფილირებული კარნიზით, რომელიც ახლა შემორჩენილია მხოლოდ მარჯვენა კუთხეში. კარნიზის ქვეშ, ღიობებს ზემოთ გასდევს ფრიზი, რომელიც გაფორმებულია გირლანდებით. ფასადის შუაში განთავსებული სადარბაზო თითქმის თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი. იატაკზე აგია კერამიკული ფილები, სხვადასხვა ფორმის გამოსახულებებით. სადარბაზოს გვერდითი, დრძივი კედლები დანაწევრებულია კანელურებიანი პილასტრებით, დასრულებული კორინული კაპიტელებით. ჭერი გაფორმებულია პროფილირებული კარნიზით. სამი საფეხურის ავლის შემდეგ ავდივართ სადარბაზოს მეორე მონაკვეთში სადაც მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე. აქედანვე გავდივართ აივანზე, რომელიც რუსული "პ"-ს ფორმის შიდა ეზოს შემოუყვება. ეზოს მხრიდან ნაგებობა სამსართულიანი, ემატება რა მას ქვედა, დაბალი სართული. ეს, პირველი სართული ამოშენებულია. ხოლო ზედა ორ სართულზე მთელს პერიმეტრს შემოუყვება ხის აივანი, რიკულებიანი მოაჯირით და მრავალწახნაგა სვეტებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4714
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./42
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79907589
Y: 41.71464601