ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3031
ObjectID: 3031
ID: 3031
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქუჩათა შესაყარს მოკვეთილი კუთხით შემოწერს. წახნაგზე თითო-თითო ღიობი, მათ შორის სარდაფში ჩასასვლელი კარი და რკინის აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული სწორკუთხა გეგმარების, გადახურული აივანია დატანილი. მისი ფასადები ასიმეტრიულია. გიორგი ჩიტაიას მხარეს მიმართული ფასადზეა გაჭრილი შენობაში შესასვლელი ორი განიერი კარი. მათგან ერთ-ერთის თავზე რკინის აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული, გადახურული აივანია შეკიდული. არათანმიმდევრულად განლაგებული სხვადასხვა ზომის ღიობები, პირველ სართულზე - სადა საპირეებით, მეორეზე კი გირლანდებითა და მცენარეულ სურათში მოქცეული, ნიჟარის ფონზე გამოსახული ადამიანის თავის ფიგურით შემკული პროფილირებული საჭექი ქვებით არის გაფორმებული, რაც ფასადს საზეიმო ელფერს ანიჭებს. კომპოზიციას ორივე მხრიდან სუსტი, სადა პილასტრები კრავს. გიორგი ერისთავის ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე, მსგავსი პილასტრებით არის მონიშნული რიზალიტი, რომელშიც ეზოში შესასვლელი თაღოვანი, საჭექი ქვით შემკული გვირაბია გაჭრილი. მის თავზე ხის უბრალო მოაჯირით შემოსაზღვრული გადახურული აივანია შეკიდული. გვირაბის მარჯვნვ შენობაში შესასვლელი კიდევ ერთი კარია მოთავსებული. კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ, კიდევ ერთი, ამჯერად რკინის აჟურული ცხაურით შემოწერილი აივანია მოწყობილი, რომელსაც ორივე მხრიდან პილასტრები ერთვის. გ. ერისთავის ქუჩისკენ მიმართულ ფასადზე მოთავსებული სარკმლები სადა საპირეებით, გირლანდებითა და ადამიანის თავის გამოსახულებებით არის შემკული. მათ შორის ცრუ ღიობებიც გვხვდება, რაც ფასადის შედარებით ნაკლები მნიშვნელობით აიხსნება. შენობას კბილანისებური კარნიზი, სადა პარაპეტი და მთავარ ფასადზე კარის აყოლებაზე მოთავსებული ვარდულიანი ატიკი აგვირგვინებს. ნაგებობა ეზოს შემცველია, რომელიც შუშაბანდებითა და აივნებით არის წარმოდგენილი. ეზოს თავდაპირველი სურათი ცალკეული უსახური, მომცრო ზომის მინაშენებითა და სხვადასხვა მასალით ამოშენებული კედლებით არის დარღვეული. სართულებს ეზოსთან ხის გადახურული, რიკულებით გაფორმებული რამდენიმებაქნიანი კიბეები აკავშირებს. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ევროპული არქიტექტურული სამკაულით არც თუ უხვად არის გაფორმებული, თუმცა გარკვეული კომპოზიციები მას საზეიმო ელფერს სძენს. ეზოსკენ მიმართული ტრადიციული ხის ავიან-შუშაბანდები ერთგვარ გადაძახილს ქმნის ქუჩისკენა ბაროკული არქიტექტურის ელემენტებით შემკული ფასადზე შეკიდულ ხის აივანთან. აღნიშნული ნაგებობა მიმდებარედ, ქუჩის გაყოლებაზე, აღმართულ მსხვილმასშტაბიან ნაგებობებთან ერთად რამდენიმე კვარტლის სილუეტსა და მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4292
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ერისთავი გიორგის ქ./2.ჩიტაია გიორგის ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი; სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80359744
Y: 41.71306456