{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3029?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3029?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3029?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3029",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3029,
    "ID" : 3029,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული სახლი ორსართულიანია და აგებულია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\". იგი გეგმაში მართკუთხა მოხაზულობისაა და ერთი (გრძივი) ფასადით გ. ჩუბინაშვილის, მეორე (განივი) ფასადით კი კონსტიტუციის ქუჩაზე გადის. ორივე, შეულესავი ფასადის გადაწყვეტა იდენტურია: ორივე მათგანი ცოკოლის გლუვი, შელესილი კედლითაა ამაღლებული. სართულებს შორის გამყოფად კი აგურის წყობაში გამოყვანილი, ორსაფეხურიანი სარტყელია გავლებული, რომელსაც ქვემოდან კბილანების მწკრივი გასდევს.               ორივე სართულზე, თანაბარი რიტმით გაჭრილი ღიობები სწორკუთხა მოხაზულობისაა და არშიების გარეშეა დატოვებული. მხოლოდ ქვედა მხარეს, ყოველ მათგანს შვერილი თარო აქვს გაკეთებული. ფასადები აგურის წყობაში გამოყვანილი შვერილი კარნიზით სრულდება. გ. ჩუბინაშვილის ქუჩისკენ მიმართული, მთავარი ფასადის სიმეტრიის შუა ღერძზე ერთმანეთის თავზე გაჭრილია ორი კარი: პირველი სართულის, სადარბაზოს კარი და მეორე, რომელიც ოდესღაც, აივანზე გადიოდა. ამჟამად, აივანი მოშლილია. აღნიშნული მონაკვეთი და ფასადთა განაპირა ნაწილები ფლანკირებულია გლუვი პილასტრებით. \nგრძივი ფასადის მარჯვენა ნაწილში, ერთსართულიანი მინაშენია. მისი პატარა, ერთსარკმლიანი ფასადის გადაწყვეტა ძირითადი ნაწილის იდენტურია. კონსტიტუციის ქუჩისკენ მიმართული, განივი ფასადის განაპირა ფანჯრების ნაცვლად, სწორკუთხა უბეებია გაკეთებული. ფასადის სიმეტრიის ღერძს ერთმანეთზე დაბჯენილი პილასტრები აუყვება: პირველი სართულის მონაკვეთში, პილასტრის მარცხნივ კარია მოთავსებული. აღნიშნული ფასადის გასწვრივ, მარცხენა მხარე აგურის, შეულესავი კედლით გრძელდება, რომელიც შენობის ეზოს ზღუდეს წარმოადგენს. უკანასკნელის ცენტრში ლითონის ჭიშკარია მოთავსებული. \nეზოსკენ მიმართული ფასადი მარჯვნიდან, ღიობებით დანაწევრებულ კედელს წარმოადგენს, მარცხენა ნაწილში (მეორე სართულზე) კი ხის ჭვირულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმული, რომელიც პირველი სართულის სიმაღლის, გეგმაში კვადრატული მოხაზულობის სვეტებს ეყრდნობა. აივნის მარცხენა ნაწილი შემინულია. სახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. შენობის ფასადები მოდერნისა და კლასიციზმის სტილთა შორეულ გამოძახილს წარმოადგენს. \n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5161",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჩუბინაშვილი გიორგის ქ./51.კონსტიტუციის ქ./17",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799181689999998,
    "Y" : 41.71690298
  }
}