{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3027?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3027?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3027?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3027",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3027,
    "ID" : 3027,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XX საუკუნის დასაწყისის შენობა თბილისის არქიტექტურული მოდერნისა და ფსევდო-კლასიცისტური ესთეტიკის შერწყმის ერთ-ერთი ნიმუშია. შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. აგურით ნაშენი სახლი მოსწორებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური სამხრეთით მიმართული ფასადით ივანე ჯავახიშვილის ქუჩას გადმოჰყურებს. გეგმარებით რუსული ,,პ”-ს ფორმის ნაგებობა ორსართულიანია, მაღალი სარდაფის სართულით და ერთი სადარბაზო შესასვლელით ქუჩის მხრიდან. შენობას მარცხნეა ფრთის თავზე აქვს დაშენება, დაშენებულია მესამე სართული ეზოს ფასადის მხარესაც. შენობის გვერდითა, დასავლეთ ფასადი ყრუა და მეზობელ შენობას მიბჯენილი, აღმოსავლეთის ფასადი კი ღობით შემოზღუდულ თავისუფალ სივრცეს (მეზობელი განაშენიანების ეზოს) გადმოჰყურებს და მისკენ ღიობებით არის გახსნილი (ამოშენებულია მხოლოდ რამდენიმე სარკმელი). \nსამხრეთ ფასადი ცენტრალურია და მისი დანაწევრება ორდერულ სისტემას ეფუძნება. მაღალ ცოკოლზე შესმული შენობა სართულშუა პროფილირებულ თაროსა და სადა, ასევე პროფილირებულ კარნიზს შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეებს აერთიანებს, რომლებსაც ქვის ყრუ პარაპეტი აგვირგვინებს. გლუვად შელესილი და შეღებილი კედლები ორდერის მოდერნულ ტრანსფორმაციას გვთავაზობს: პირველ სართულზე სარკმლის ღიობთა შორის, შუაკედლამდე ჩამოყვანილი, დაღარული და კაპიტელის ადგილზე, წრეებით გაფორმებული ნახევარსვეტებია წარმოდგენილი, ხოლო მეორე სართულზე - ნახევარსვეტები ვარდულების შემკულ ვერტიკალურ ზოლურებადაა გარდაქმნილი. \nსაფასადო კომპოზიცია სიმეტრიულია. შესასვლელები, როგორიცაა ცენტრალურ ღერძზე დატანილი თაღოვანი კარიბჭე და მისგან მარჯვნივ გაჭრილი სადარბაზო კარი, სარკმელთა რიტმული დანაწევრებით არის ფლანკირებული. მეორე სართულზე ორი რკინის მოაჯირიანი, ღია აივანია შეკიდული (კარიბჭისა და მარჯვენა, შედარებით დაგრძელებულ ფრთაზე); მარჯვენა ფრთის კიდურა მხარეს მესამე აივანი მოგვიანებით არის დამატებული. ფასადის ღიობთა ფორმა და მხატვრული გაფორმება იერარქიულია და სართულების მიხედვით განსხვავდება: პირველი სართულის ღიობები, სადარბაზოს თაღოვანი ფრამუგით გაფორმებული კარის გარდა, სწორკუთხაა, პროფილირებული საპირეებითა და ფოთლოვანი რელიეფის საჭექი ქვებით გაფორმებული, ხოლო მეორე სართულის თაღოვანი სარკმლები კანელურებიან პილასტრებზე გადაყვანილი და ფოთლოვანი საჭექი ქვით შემკული თავსართებით არის გაფორმებული; რასაც ქვედა თაროების ორნამენტული გაფორმება ერთვის. დამახასიათებელია სადარბაზო შესასვლელის გაფორმებაც: კარი ხის მოჩუქურთმებულ ფრთებში ჩასმულ რკინის ცხაურებს მოიცავს (კარის ფრთის ცხაურში, ციფრები ,,3” და ,,4”-ია გამოყვანილი). \nსავალალო მდგომარეობაში მყოფი სადრაბაზო ხის კიბეებით არის გაფორმებული. აკადემიურ და კაპიტალურად ნაგებ ქუჩის ფასადს ხის კონსტრუქციებზე ამოყვანილი ეზოს ფასადი ენაცვლება, რომლის პირვანდელი სახე ღია აივნებს მოიცავდა. ამჟამად აივნების დიდი ნაწილი ან შუშაბანდებადაა გადაკეთებული, ან ამოშენებულია. ეზოს მხარეს სამი რკინა-ბეტონის უსახური მინაშენია გამოვლენილი. ეზო საშუალო სიდიდისაა, განახლებულია ასფალტის საფარით. სარდაფების სიმაღლე ეზოს მხარეს დაახლოებით 2 მეტრია, ხოლო ქუჩის ფასადის სათავსოები შედარებით მაღალია და 3 მეტრამდე აღწევს. მძიმე შენობის ფიზიკური მდგომარეობა: დაზიანებულია სახურავი, ჩამორეცხილია ფასადები, ჩამოტეხილია დეკორატიული ნაძერწობის რამდენიმე ნიმუში (მათ შორის, კარიბჭის თავზე მოქცეული ლომის მასკარონი), ბევრგან ჩამოშლილია ნალესობა, ჟანგმოდებულია რკინის აივნების იატაკები და კრონშტაინები, შელახული და მოძველებულია შესანიშნავი სადარბაზო კარი და კიბის უჯრედი, ეზოს მხარეს დამპალი და მოძველებულია ხის კონსტრუქციები. ასევე მძიმეა შენობის ავთენტური მდგომარეობაც, ის უხეშად დარღვეულია, როგორც ქუჩის ფასადზე, ისე ეზოს მხარესაც, ასეთია: მესამე სართულის დაშენებები და დამატებითი აივანი ქუჩის მხარეს, დაკარგულია კარიბჭის ჭიშკარი და ეზოს ფასადის პირვანდელი სახე (შემორჩენილია შეფიცრული მოაჯირების, ხის კვადრატული და მრგვალი სვეტების ფრაგმენტები). \nშენობა მოითხოვს სასწრაფო გამაგრებით და სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებას. ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელია მისი ფიზიკური შენარჩუნება და მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5380",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./57",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 ს-ის დასაწყისი.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.80144292,
    "Y" : 41.710222739999999
  }
}