CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3024
ObjectID: 3024
ID: 3024
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ავტორები არიან არქიტ. ა. თევზაძე და იუ. კასრაძე.
მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა მთელი კვარტლის დიდ ნაწილს იკავებს და სამ ქუჩას შორის არის მოქცეული. თამარ მეფის გამზირს მიმყოლი, მძიმე რუსტირებულ პირველ სართულს დაყრდნობილი ფასადი სიმეტრიული და რიტმულია. ის ყველა სართულზე მოთავსებული ორ-ორი ღიობისა და მესამე სართულის სიმაღლიდან მეხუთე სართულამდე აღმართული, სამწახნაგოვანი ერკერების მონაცვლეობით შედგენილ რიგს შეიცავს. მათ ქვეშ სარკმლების თანმიმდევრული მწკრივია მოთავსებული. ზედა სართულების ღიობებს ფრანგული აივნები ერთვის, რომელთაგან, მესამე სართულზე ისინი ბალუსტრადით, დანარჩენ სართულებზე კი რკინის მოაჯირით არის შემოსაზღვრული. ბალუსტრადითვეა შემოწერილი ერკერების სახურავზე მოწყობილი ვერანდა-აივნები. ერკერის სამ წახნაგზე განლაგებულ სარკმლებს, ორივე მხრიდან, ქართული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებიდან ნასესხები მაღალი, ორი სართულის სიმაღლის, ორნამენტირებულ ბაზისებს დაყრდნობილი და კაპიტელებით შემკული ლილვები საზღვრავს. ბოლო სართულის ღიობები რკალურია, რაც თითქოს სარკმლების ვერტიკალურ, სწორხაზოვან რიგსა და ერთიან კომპოზიციას თაღით ასრულებს. პირველი სართულის მძიმე რუსტირებულ კედლებში სადარბაზოს კარები და დიდი ზომის ვიტრინა-ფანჯრებია დატანილი. ანალოგიურად არის გაფორმებული გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩისკენ გამავალი ფასადი, იმ განსხვავებით რომ, ერკერებს შორის სამ-სამი ღიობია მოთავსებული, კიდეებისკენ კი თითო-თითო. ეგნატე ნინოშვილის ქუჩისაკენ მიმართული ფასადი შედარებით სადაა და ის ერკერების გარეშე, ანალოგიური სარკმლებითა და ფრანგული აივნებით არის გაფორმებული. ნაგებობას მცენარეული ორნამენტის სურათის მქონე უწყვეტი ფრიზი და პროფილირებული კარნიზი ასრულებს. ნაგებობა ვრცელ ეზოს შეიცავს. მას, ფასადის სიბრტყიდან შვერილი ლოჯიებისა და ფასადზე გარედან მოწყობილი ლიფტის შახტის მონაცვლეობითი რიგი წარმოადგენს. ეზოსკენა ფასადი დროთა განმავლობაში ნაწილობრივ შეცვლილია, მიშენებულია დამატებითი აივნები. ნაგებობა, მიუხედავად მასშტაბურობისა, სამკაულით გადატვირთული არ არის. ცალკეული, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ელემენტებით წარმოდგენილი კომპოზიციები მას საზეიმო ელფერს ანიჭებს. აღწერილი, საბჭოთა პერიოდის, მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებელი სახლი თამარ მეფის გამზირისა და მისი მკვეთი ქუჩების მოხაზულობას, სხვა მონუმენტურ ნაგებობებთან ერთად, მთელი ქუჩის მასშტაბსა და ამ მონაკვეთის მხატვრულ სახეს დიდწილად განსაზღვრავს. ამასთან ერთად მის უკან მოქცეულ კვარტალს კრავს და გამზირისაკენ ერკერებით მახვილებდასმული, რიტმული, გაწონასწორებული ფასადით იშლება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4398
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თამარ მეფის გამზ./23
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1954 წ.
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79637452
Y: 41.72008895