ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3021
ObjectID: 3021
ID: 3021
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. იგი მ. წინამძღვრიშვილისა და კ. მარჯანიშვილის ქუჩათა კუთხეშია განთავსებული. სახლი სარდაფის მაღალი კედლითაა ამაღლებული, რომელშიც თანაბარი რიტმით, სხვადასხვა ზომის ღიობებია გაჭრილი. პირველ და მეორე სართულზე, ერთმანეთის თავზე, კედლები ასევე, თანაბარი რიტმითაა დანაწევრებული, სწორკუთხა ღიობებით. სართულებს შორის და ფრიზის ქვეშ ჰორიზონტალური სარტყელებია გავლებული. პირველი სართულის ფანჯრები გლუვი არშიის მქონეა და ზემოდან შვერილი თაროთი სრულდება, ქვედა ნაწილებში კი შვერილი სწორკუთხედებითაა შემკობილი. მეორე სართულის ღიობთა მორთულობა პირველთან შედარებით უხვია. აქ ღიობები სწორკუთხა შვერილებითა და მათ ცენტრში დასმული, გირლიანდებით მორთული საჭექი ქვებითაა შემკობილი. მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამავალი, გრძივი ფასადის შუაკედლისებს პილასტრები აუყვება, პირველ სართულზე ისინი გლუვია, მეორეზე კი - სწორკუთხა ჩაღრმავებების მქონე და ნაძერწობით დამშვენებული. აღნიშნული ფასადის მეორე სართულის სამივე ლითონის აივანი შეკიდულია, მათგან განაპირა აივნები აჟურულმოაჯირიანია, შუა კი ახალი მიდგმულია და სად მოაჯირი აქვს. ფასადთა დამაგვირგვინებელი ფრიზი, შუა ნაწილებში კრონშტეინების მწკრივებითაა შევსებული. ფრიზს ძლიერ შვერილი კარნიზი და წყვეტილი პარაპეტი მოსდევს. ეზოს მხარეს, ოდესღაც არსებული, ხის გახსნილი აივნების დიდი ნაწილი ამჟამად, შემინულია, ან ამოშენებული. შენობა გადახურულია თუნუქით. ორივე, ეკლექტური ფასადის მორთულობაში შეინიშნება რენესანსისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები. სახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5277
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./73.მარჯანიშვილი კოტეს ქ./32
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79981392
Y: 41.71093663