ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3020
ObjectID: 3020
ID: 3020
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის შუახანებში აგებული შენობა თბილისის ისტორიული განაშენიანების ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლია. განსაკუთრებით დიდია მისი მემორიალური მნიშვნელობა. ეს შენობა ერეკლე II-ის შვილიშვილის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ ორბელიანის საქალაქო რეზიდენციას წარმოადგენდა. სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ცნობილი ქველმოქმედი ქალბატონი, ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილი - მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, რომლის თაოსნობითა და მასპინძლობით ამ სახლში თავს იყრიდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევრის უდიდესი ქართველი მოღვაწეები, განმანათლებლები, თერგდალეულთა თაობის გამოჩენილი მოღვაწეები. ამავე სახლში სტუმრად არის ნამყოფი მწერალი ალექსანდრე დიუმა (უფროსი). 1899-1917 და 1917-1940 წლებში აქ ცხოვრობდნენ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის სიძეები - ქართული კრიტიკული აზროვნების ფუძემდებელი კიტა აბაშიძე და ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელი - ივანე ჯავახიშვილი. გარკვეული წლები აქვე ცხოვრობდა 1960-იანელთა თაობის ცნობილი წარმომადგენელი, მწერალი გურამ რჩეულიშვილიც. სახლს დღემდე ფლობენ ორბელიანთა და ჯავახიშვილთა შთამომავლები. თუმცა 1500 მ2-ზე გაშენებული ისტორიული კარ-მიდამოს გარკვეული ფართობი, ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში არსებული დამხმარე ნაგებობის (ყოფილი საჯინიბოს) გაფართოება-დაშენებების უწყვეტმა რიგმა (მისი მესაკუთრე სხვაა) საგრძნობლად შეამცირა და დაამახინჯა. ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ, ცნობილი მებაღისა და დეკორატორის, მიხეილ მამულაშვილის მიერ პატარა ბაღია გაშენებული (ამჟამად მოუვლელია). აგურით ნაშენი სახლი სამხრეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე დგას და ორი ქუჩის კვეთაზე მდებარეობს ისე, რომ მისი ჩრდილოეთის ფასადი ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოდის და წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესიას გადაჰყურებს, ხოლო მეორე, აღმოსავლეთის ფასადი - კიტა აბაშიძის ქუჩაზე. სახლს ორი შესასვლელი აქვს, სადარბაზო კარი ჩრდილოეთის ფასადზე, და ეზოს ჭიშკარი - აღმოსავლეთ ფასადის ბოლოს (ავთენტური ჭიშკარი დაკარგულია). ხაზოვანი გეგმარებისა და ანფილადური სტრუქტურის მქონე შენობა ერთსართულიანია, მაღალი სარდაფის სართულით. სახლი ფსევდო-კალსიცისტური არქიტექტურის ნიშნებს ატარებს. სარდაფის ნახევარსარკმლებით დატიხრულ, მაღალ ცოკოლზე შესმული შენობა სადად პროფილირებული კარნიზითა და მაღალი, ყრუდ შემოზღუდული პარაპეტით სრულდება. საფასადო დანაწევრების ძირითად ელემენტებს წარმოადგენს პილასტრები, კედლის მსხილნაკვთიანი რუსტი და კარ-სარკმლის რიტმული წყობა. სარკმლებს შორის მოქცეულ პილასტრებს ერთიანი რუსტით დაღარული კედლის სიბრტყისგან კენჭოვანი ზედაპირით დამუშავებული რუსტი განასხვავებს. ფასადის ყველა ღიობი სწორკუთხაა, პროფილირებულ საპირეებში მოქცეული. სადარბაზო ხის მოჩუქურთმებული კარითა და ხისსავე კიბეებით არის გაფორმებული. სამხრეთ-ადასავლეთ ზურგის ფასადი მთელ სიგრძეზე შემოვლებული, შეკიდული ღია აივნით, შთამბეჭდავად იხსნება ეზოსკენ. აივნების ქვემოთ, სარდაფის სართულის გასწვრივ, მოგვიანებით ყრუ მოაჯირებით მოზღუდული გალერეები განთავსდა, რომელთა საყრდენი სვეტებიც აივანს იკავებს. აივანი ჭვირული მოაჯირითა და სვეტისთავებით არის შემკული, ნაწილი შუშაბანდად არის ქცეული, თუმცა, ძირითადად ღია სივრცეა შენარჩუნებული. აივანზე ასვლა ორი მიდგმული კიბითაა შესაძლებელი, ერთი ხის კიბე სახლის ორი ფრთის შეხვედრის ადგილზეა მოთავსებული, მეორე, გვიანდელი ქვის კიბე კი სახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში გაშენებულ ბაღში ჩადის. სარდაფის სართულის სიმაღლე დაახლოებით, 2,40 მეტრია. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ფასადებზე ღრმა ვერტიკალური ბზარები შეინიშნება, დაზიანებულია ნალესობა და ალაგ-ალაგ გაშიშვლებულია აგურის წყობა (ძირითადად ცოკოლზე), ავარიულია აღმოსავლეთ ფასადის სამხრეთ კიდურა ფრთა, რომელზეც გარდა გამჭოლი ბზარებისა, საძირკვლის ჯდენაც შეინიშნება. შენობას დაზიანებული აქვს სახურავი, საიდანაც პერმანენტულად ჩამოდის წყალი, შედეგად დაზიანების წერტილებში, ინტერიერში ჩამოცვენილია ჭერის ბათქაში, ხოლო აივნებზე ხის კოჭოვანი გადახურვაა დამპალი და სანახევროდ აყრილი. განახლებას და გამაგრებას საჭიროებს ყველა ხის კონსტრუქცია და სადარბაზო. კეთილმოსაწყობი და მისახედია ბაღი. შენობის ფასადზე ადრე არსებული ოთხი მემორიალური დაფიდან სამი დაკარგულია (მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის, კიტა აბაშიძისა და გურამ რჩეულიშვილის), დარჩენილია მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის მემორიალური დაფა. ავთენტურობის თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა, უხეში ჩარევები ნაკლებადაა, თუ არ ჩავთვლით განახლებულ და სახელდახელოდ მიბმულ ეზოს ჭიშკარს, ბაღის მხარეს ამოშენებულ და მეტალოპლასტმასის ფანჯრებით შევსებულ სარდაფის სართულს. შენობაში დაცულია გამოჩენილ ისტორიულ პიორვნებებთან და მოვლენებთან დაკავშირებული მრავალი უნიკალური ნივთი, რაც შენობის მემორიალურ სახლ-მუზეუმად გადაკეთების საკმარის საფუძველს იძლევა. ზემოთქმულიდან გამომდინარე აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5383
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./66.აბაშიძე კიტას ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის შუახანა.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: მემორიალური ;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული
Accuracy: სწორია
X: 44.80131911
Y: 41.70970035