CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3018
ObjectID: 3018
ID: 3018
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისის შენობა, ერთ-ერთია იმ მრავალბინიან ელიტურ საცხოვრებელ სახლთა შორის, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ურბანულ-მხატვრულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. შენობა მემორიალურია, რადგან აქ 1932-1953 წლებში, ქართული მულტიპლიკაციური ფილმის ფუძემდებელი, კინორეჟისორი და მხატვარი, ვლადიმერ მუჯირი ცხოვრობდა. შენობის არქიტექტურა ფსევდო-ბაროკული ფსევდო-კლასიცისტური ეკლექტიკის ნიშნებს ატარებს. აგურით ნაგები, სამსართულიანი სახლი გეგმარებით რუსული ,,ტ”-ს ფორმისაა; ეზოს მხარეს მოქცეული პერპენდიკულარი ფრთა ქუჩსიპირა ფასადის მსგავსად, აგურის კედლებითაა ამოყვანილი; ქუჩისა და ეზოს ფრთების კვეთაზე ხის შუშაბანდებიანი გალერეებია მოთავსებული. გევრდითა ფსადები ყრუ აგურის წყობით არის ამოშენებული, სარკმლები მხოლოდ აღმოსავლეთ გვერდითა ფასადზეა თვითნებურად გაჭრილი. მოსწორებულ რელიეფზე მდგომი, ორსართულიანი შენობა მთავარი, ჩრდილოეთის ფასადით გამოდის ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე. საფასადო კომპოზიცია მწყობრი და სიმეტრიულია, პლასტიკურად დანაწევრებული კედლის სიბრტყეებით. საფასადო დანაწევრებაში არსებით როლს თამაშობს ცოკოლი, სართულშუა პროფილირებული თარო, კრონშტეინებითა და გირლანდების რელიეფური ფილებით დეკორირებული ფრიზი, კარნიზისა და რიზალითურ წყობით დამუშავებული, განაპირა ფრთების დამაგვირგვინებელი ყრუ პარაპეტები. საფასადე კომპოზიციის დანაწევრებაში მონაწილეობს აივნები და შესასვლელი კარები, როგორიცაა ,,რიზალიტებს” შორის შეკიდული წყვილი, რკინის მოჯირიანი აივნები, სიმეტრიის ღერძზე მოთავსებული სადარბაზო კარი და მარცხენა კიდურა ფრთაში გატანილი და თაღოვან საპირეში მოქცეული ეზოს ჭიშკარი. საფასადო კომპოზიციის მხატვრული გაფორმება იერარქიულად გადაწყობილ და განსხვავებულად დამუშავებულ კედლის სიბრტყებს, სარკმლის მოხაზულობასა და ნაძერწ სამკაულს გულისხმობს. პირველი სართულის მსხვილნაკვთიან რუსტის წყობას, ოღონდ ,,კენჭოვანი” ზედაპირით, ზედა სართულებზე მხოლოდ კოლოსალური პილასტრული სარტყლები იმეორებს, კედლის დანარჩენი სიბრტყე ან გლუვად შელესილია ან ღიობთა მდიდრულ მოჩარჩოებას უთმობს ასპარეზს. ფასადის ყველა კარ-სარკმლის ღიობი სწორკუთხაა; პირველი და მესამე სართულის პროფილირებულ ჩარჩო-საპირეში ჩასმული სარკმლები მითოლოგიური პანებისა და ამურების სკულპტურული სახეები ამკობს. გამორჩეულია მეორე სართულის სარკმლების მაღალი, სწორკუთხა სანდრიკების მსუყედ ნაძერწი პლასტიკა - ქალის, ვაზისა და, სავარაუდოდ, პანის, დიონისური მოტივებით გაფორმებული. საყურადღებოა შენობის სადარბაზოს ინტერიერი (სადარბაზოს ავთენტური ხის კარი ახალი, რკინის კარითაა ჩანაცვლებული), რომელიც ბაროკული ფასადის შემდეგ კლასიცისტურ თავდაჭერილობასა და გეომეტრიულ ფანტაზიებს გვთავაზობს. სადარბაზოში მოზაიკური წყობის ორნამენტირებული იატაკი, კორინთული პილასტრებით დანაწევრებული კედლები და პროფილირებული კარნიზით შემოვლებული ჭერია, სოლიდურია კიბის უჯრედის გაფორმება - რკინის ცხაურიანი მოაჯირითა და მოზაიკური იატაკებით. სადარბაზო ეზოს მხარეს კედელში დატანილი მაღალი, თაღოვანი სარკმლით ნათდება (ეზოს მხრიდან ეს სარკმელი პროფილირებული საპირითა და საჭექი ქვით არის შემკული). მაღალმხატვრული სადარბაზო, სამწუხაროდ, მოუვლელი და შელახულია. შენობის ეზოს ფასადი, როგორც აღინიშნა, აგურის წყობისა და ხის კონსტრუქციებით ამოყვანილი შუშაბანდების მონაცვლეობას წარმოადგენს. ფასადის პირვანდელი სახე საკმაოდ შელახულია არსებული მინაშენების ხარჯზე, თუმცა ჯერ კიდევ შემორჩენილია კოხტა, მარშირებული რკინის კიბე, მოაჯირის ვარდულებისა და გირლანდების მოტივით გაფორმებული დახვეწილი კომპოზიციით. ანფილადური წყობის სარდაფის სათავსოებში ჩასვლა ქვის კიბეებით არის შესაძლებელი; სათავსოების მიახლოებული სიმაღლე 2,80 მეტრია. შენობის ეზო მოვლილია, განხლებული ასფალტის საფარითა და მცირე გამწვანებით; ეზოშივეა ჩადგმული დამატებითი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. შენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. მართალია ფასადი რამდენიმე წლის წინ განაახლეს, შელესეს და შეღებეს, გამოიცვალა სახურავიც, მაგრამ დღემდე ვერ გადაწყდა საძირკველსა და სარდაფებში წყლის შედინების პრობლემა. შენობის მარჯვენა ფრთაში საძირკველი უკვე დამჯდარია, ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში ძირგამომპალი იატაკი უკვე მეორედ ჩავარდა; ნესტისგან დაზიანებულია სადარბაზო შესასვლელის ქვედა კედლები. შენობის ავთენტურობა მეტწილად დაცულია, თუმცა აღინიშნება ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა სადარბაზოს რკინის კარი და სადარბაზოს პირველ სართულზე, კიბის უხეიროდ ამოშენებული უჯრედი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკუთრივ ძეგლის დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულებისა და ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, აუცილებელია რესტავრაცია-კონსერვაციის გზით, შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5377
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./54
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 -ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80248072
Y: 41.70815705