ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3017
ObjectID: 3017
ID: 3017
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობაში 1990 წლიდან განთავსებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი `კათარზისი”. შენობა სამსართულიანია და აგურით არის ნაშენი. გეგმას ლათინური ასო L-ის კონფიგურაცია აქვს. ფასადები, რომელიც აღმაშენებლის გამზ-ზე და ტოვსტონოგოვის ქ-ზე გადის თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი. ქუჩების შეერთების ადგილას შენობის კუთხე წაკვეთილია. წახნაგი განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. პირველი სართულის ცენტრში თაღოვანი ღიობია. თაღის ქუსლების დონეზე და ცოტა ზემოთაც კედელს სარტყლები ამკობს. მეორე სართულზეც ფართო თაღოვანი ღიობია, რომელსაც ქვედა არეზე რიკულები მიუყვება, მას ზემოდან თაღის ქუსლების დონემდე საჭექქვიანი საპირე ევლება, საპირეს კი კედლის აქეთ-იქით სარტყლები აგრძელებს. მათ შორის ლითონის აჟურული სამკაულია გაბმული. მესამე სართულზე გაჭრილია შეწყვილებული თაღოვანი ფანჯარა. რაფისა და თაღების ქუსლების დონეზე წახნაგს აქაც სარტყლები მიუყვება. კარნიზის ზემო წახნაგიც, რიზალიტების მსგავსად, დეკორატიული ატიკით გვირგვინდება. მასში გაჭრილია თაღოვანი ღიობი, რომლის წინ ლითონის აჟურულმოაჯირიანი, ნახევარწრიული აივანია. ამ ღიობს საპირე შემოუყვება და მრუდხაზოვანი პროფილირებული თავსართი აბოლოებს. ატიკის უკან პირამიდისებრი მოცულობაა სახურავში გამოყვანილი. ორივე ფასადის ცენტრალური (მხოლოდ აღმაშენებლის გამზ-ზე) და განაპირა მონაკვეთები გამოირჩევა ძალზე მცირედ შვერილი რიზალიტებით, რომლების ზედა ორ სართულზე აივნებია მოწყობილი. სართულები ერთმანეთისგან ჰორიზონტალური სარტყლებით არ არის გამოყოფილი. აღმაშენებლის გამზ-ზე გამავალი ფასადის I სართლის ცენტრში თაღოვანი ხის კარებია, პროფილირებული დეკორით. დანარჩენი ღიობები დიდია ზომით და ხის ვიტრინებია დამონტაჟებული. II სართულზე რიზალიტებში შეწყვილებული ღიობებია მოქცეული სადა პროფილის მქონე საპირეებით და საჭექი ქვებით, რომლებიც აივნებზე გამოდის. აივნების მოაჯირები სხმული, ორნამენტირებული ელემენტებისგან შედგება, III სართულის აივნების მოაჯირები კი სხმული ბალასინებიანია. აივნები მასიურ კრონშტეინებზეა დაყრდნობილი. აღმაშენებლის გამზ-ის III სართულის ცენტრში და ტოვსტონოგოვის ქ-ზე გამავალ ფასადის განაპირა აივნები ლითონისაა, მოაჯირები კი ნაჭედი ელემენტებითაა მორთული. ყურადღებას იპყრობს აღმაშენებლის გამზ-ის III სართულის ცენტრში არსებული ლითონის აივნის ლითონის მოდულიონები. მესამე სართულის ფანჯრების გაფორმება შედარებით სადაა. ისინი აქ უფრო მარტივ საპირეებშია მოქცეული. საპირეებს თავზე ებმის კედლის ზედაპირიდან მცირეოდენ ამოზიდული მართკუთხა დეტალები, რომლებიც სანდრიკებით გვირგვინდება. სარტყელში, განაპირა რიზალიტების კიდურა არეებზე, ჩართულია ნაძერწი დეტალები ვაზის ფოთლებითა და მტევნებით, რომლებიც მეორე სართულის თავსართების კრონშტაინებს ეხმიანება. შენობას პროფილირებული კარნიზი ასრულებს. რიზალიტები დეკორატიული ატიკებით ბოლოვდება, რომელთა უკან სახურავით მოწყობილი პირამიდებია დეკორატიული თავსართებით. სახურავში მანსარდაა მოწყობილი და ფასადებზე სამერცხლეებით გამოდის. სახურავის ბურულად გამოყენებულია თუნუქის ე.წ. "ქერცლი". ეზოს მხრიდან შენობას დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. მასში გამავალი ფასადები სრულიად გადაკეთებულია. ისინი შელესილია და მართკუთხა მოურთავი ღიობებით ნაწევრდება. შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ღირებულების მქონეა და დიდ როლს თამაშობს დავით აღმაშენებლის გამზირის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურული სახის შემქნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4142
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტოვსტონოგოვი გიორგის ქ./1.აღმაშენებელი დავითის გამზ./119
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79493334
Y: 41.71321094