CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3016
ObjectID: 3016
ID: 3016
Name: საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი
FullName: ხელოვნების სასახლე
Description: შენობა ნეოგოთიკის სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თბილისში (არქიტექტორი პაულ შტერნი). საკვლევმა შენობამ რამდენჯერმე შეიცვალა ფუნქცია. დღეს აქ განთავსებულია "საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი". იგი აგურით ნაგებია ქუჩის სიღრმეში დგას და წინ მცირე ზომის ეზო აქვს. შენობა გამოირჩევა ასიმეტრიული სილუეტითა და მდიდრულად მორთული დეკორით. ქუჩისკენ მიმართული ფასადი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ, მარცხენა - ძველი, ხოლო მარჯვენა - ახალი. შენობის მთავარი ფასადი ქუჩისკენ იყურება, შელესილია და შეღებილი. უხვ მორთულობასთან ერთად, საფასადო სიბრტყე ჰორიზონტალურად დანაწევრებულია ხორკლიანი და სადა ზედაპირის მქონე ზოლების მონაცვლეობით. ძველი ნაწილის ცენტრალური მონაკვეთი ერთსართულიანია და წინ წამოწეული. მას შენობის საერთო მოცულობიდან გამოსული, ორი მხრიდან მორკალური პარადული კიბე აქვს და თავზე მოაჯირიანი ღია ტერასა. შენობის სილუეტს განაპირობებს მისი სხვადასხვა ნაწილის განსხვავებული სართულიანობა და გადახურვა. მარცხენა კიდურა კოშკურა ქონგურებიანი მოცულობა, ძირითადი ნაწილის ტეხილი კარნიზი, ღია ტერასა ერთსართულიანი მოცულობის თავზე, ნაგებობის კონტურს გამცდარი მორკალული ქვის მოაჯირიანი კიბე და სხვა. მთელი კომპოზიციის გამაერთიანებელია შუა კოშკურა ნაწილის აზიდული, მაღალქანობიანი, კონტურზე გაშლილი სახურავი. იგი ხის დეკორატიული ელემენტებითა და შუაში ღერბით და საათით არის გაფორმებული. მას აბოლოებს თუნუქით შეფუთული დეკორატიული შპილი და ლითონის ცხაური. მთავარ ფასადზე თავმოყრილი ელემენტები - შეისრული თაღები, ნაძერწი ვარდულები, პროფილირებულსაპირეებიანი ტონდოები, დეკორატიული ალათები, მოაჯირის წვრილ სვეტებს დაყრდნობილი სამყურათაღიანი დეტალები, მთავარი შესასვლელის განაპირა პილასტრთა ნაძერწი კაპიტელები - ნეოგოთიკური სტილის უჩვეულო და საინტერესო ნიმუშს ქმნის. შენობის მარჯვენა ნაწილი საბჭოთა პერიოდში მიუშენეს. მისი მხატვრული გაფორმება თავდაპირველი შენობის ძველი ნაწილის დეკორს იმეორებს. ეს ნაწილი სამსართულიანია და წაგრძელებულია ეზოს გასწვრივ. მის მარცხენა მონაკვეთში, ძველი ნაწილის მომიჯნავედ შეისრულთაღიანი ეზოში გასასვლელი გვირაბია. მარჯვენა ნაწილი კი აქცენტირებულია III სართულზე სხმული დეტალებისგან შემდგარი აივნით და მის თავზე მაღალქანობიანი სახურავით, რომელიც ხის დეკორატიული ელემენტებითაა გაფორმებული. ახალი ნაწილის I და II სართულის ღიობები მართკუთხაა, III სართულის კი თაღოვანი, შეისრული საპირეებით. I სართულის ფანჯრები თავსა და ძირზე დეკორატიული ნაძერწი ფილებითაა შემკული. აღნიშვნის ღირსია თავად კარ-ფანჯრის სახე, რომელიც ძველი ნაწილის ანალოგიურადაა დამუშავეული. შენობის წინა ეზო ქუჩისაგან დეკორატიული სვეტებისა და ლითონის მესერის მონაცვლეობით შექმნილი ღობე-გალავნითაა შემოფარგლული. მასში ორი ლითონის ჭიშკარია. მათგან ერთი ძველია და მხატვრულად არის დამუშავებული, მეორე კი შედარებით გვიანია. შიდა ეზოს (უკანა მხარეს) შენობა ორი მხრიდან შემოუყვება, დანარჩენი ორი მხრიდან კი ის დაბალი, აგურის გალავნითაა გამიჯნული სხვა ეზოებისგან. აქ გამომავალი ფასადები შელესილია და დეკორატიული გაფორმების გარეშეა დატოვებული. იგი სწორკუთხა ფორმის ფანჯრების რიგით ნაწევრდება. ძირითადი შენობის ინტერიერში დღესაც არის შემორჩენილი ბუხრები, რომლებიც მარმარილოსა და კერამიკის ფილებითაა მოპირკეთებული. 2001 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გადაუდებელი რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოხდა შენობის გამაგრება. მოეწყო დროებითი შემკვრელი ლითონის კონსტრუქციები. 2009-2011 წწ. აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მას ჩაუტარდა სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით შენობის კონსტრუქციული მდგრადობა დამაკმაყოფილებელია და ფასადები და ინტერიერი აღდგენილია. კარგარეთელის ქუჩის #6 შენობა წარმოადგენს გამორჩეული მხატვრული და ისტორიული ღირებულების ნაგებობას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქუჩის, ისე ქალაქის მხატვრულ-არქიტექტურული და ისტორიული ჩამოყალიბებისთვის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4473
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კარგარეთელი იას ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79428082
Y: 41.71587767