{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3012?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3012?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3012?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3012",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3012,
    "ID" : 3012,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\" და ქუჩის საერთო განაშენიანებაშია ჩართული. გ. სუნდუკიანის ქუჩაზე გამავალი ფასადის მარცხენა კუთხეში მშვილდათაღოვანი გვირაბია გაჭრილი, რომლის მეშვეობითაც, შიდა ეზოში ვხვდებით. გვირაბს წინიდან ლითონის, აჟურული ჭიშკარი აქვს შებმული. მარჯვენა განაპირა კუთხეში სადარბაზოს თაღოვანი კარია მოთავსებული - ხის კარი არქიტექტურული დეტალებითაა მორთული, ზედა გახსნილ ნაწილში კი ლითონის აჟურული ცხაურები აქვს აკრული. ხსენებულ ორ ღიობს შორის კედელი ცოკოლითაა ამაღლებული, რომელშიც სარდაფის მშვილდათაღოვანი ფანჯრების ზედა ნაწილები მოჩანს. \nპირველი სართულის მოურთავი, მშვილდათაღოვანი ფანჯრები ქვედა ნაწილებში კედელზე გავლებული, ჰორიზონტალური სარტყელითაა მოჩარჩოებული. უკანასკნელის ქვემოთ, ფანჯარათა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის სწორკუთხა უბეებია გაკეთებული, რომელთა გულები სწორკუთხა შვერილებითაა აქცენტირებული. პირველი სართული შვერილი სარტყელით სრულდება. მეორე სართულის ცენტრში კარის ღიობს, რომელსაც მიდგმული აქვს გეგმაში სწორკუთხა, აჟურულმოაჯირიანი ლითონის აივანი, სამი მხრიდან გლუვი არშია ევლება. სართულის დანარჩენ ფანჯრის ღიობებს მსაგავსი არშია აქვს, ქვედა ჰორიზონტალურ ნაწილში კი \"სანდრიკისებრი\" შვერილები ფარგლავს. ღიობთა ასწვრივ, ცოტაოდენი დისტანციით, გლუვ კედელზე მოთავსებულია ზედა ნაწილში შეტეხილი, სამკუთხა ფრონტონები (დაზიანების გამო, სართულის მარცხენა სამი ღიობის თავზე ფრონტონები მოშლილია და მათ ნაცვლად, გლუვი კედელია). მეორე სართულის განაპირა ღიობები გლუვი პილასტრებითაა ფლანკირებული. მთლიანად ფასადი კარნიზით სრულდება. \nმაცხოვრებელთა უარის გამო, ეზოს ნაწილში შესვლა ვერ  მოხერხდა, რის გამოც, ვერ შევძელით მისი დათვალიერება. შენობა აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი ფასადის მორთულობა რენესანსული და კლასიცისტური დეტალებით ხასიათდება.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4904",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "სუნდუკიანი გაბრიელის ქ./20",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802911289999997,
    "Y" : 41.705629569999999
  }
}