{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3009?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3009?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3009?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3009",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3009,
    "ID" : 3009,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "2007 წლის მონაცემებთან შედარებით ნაგებობა რადიკალურადაა შეცვლილი. ელ. ახვლედიანის N12-ში მდებარე, ამჟამინდელი შენობა სამსართულიანი, კაპიტალურად ნაშენი ნაგებობაა. აღმართის არაერთგვაროვანი დონე განაპირობებს ცოკოლის ტიპის, მცირე ჩანართის არსებობას საწყის მონაკვეთში. ეს ჩანართი ავტოფარეხის ფუნქციას ასრულებს. პირველი სართული დანაწევრებულია სხვადასხვა ზომის ფანჯრების რიგით, ბოლოს კი, შენობაში შესასვლელი სადარბაზოს კარით ბოლოვდება. მეორე და მესამე სართულების არეებიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფანჯრებისა და კარის ღიობებითაა დანაწევრებული. ამ ორ სართულს მარცხენა მხარეს დიდი ხის აივანი აერთიანებს, რომელიც ნაგებობის გარეგნული დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ერთადერთი ძველი დეტალია. ერთმანეთზე განთავსებული ეს აივნები ექვსი კვადრატული სვეტითაა დანაწევრებული, მათ შორის კი, ხის რიკულებიანი მოაჯირებია განთავსებული. ზომიდან გამომდინარე, ამ აივნებს ღია გალერეის სახეც კი აქვს და აღნიშნული შენობის გარე ფასადის მთავარი დეკორატიული მოტივის ფუნქციას კისრულობს. შენობის ნულოვან (ცოკოლის დონის), პირველ და ნაწილობრივ, მეორე სართულზე აგურის ფენა შეულესავადაა დატოვებული, დანარჩენი ნაწილი შელესილი და შეღებილია. \r\nმარცხენა, გვერდითი ფასადი სადაა. მეორე და მესამე სართულის დონეზე, ნაგებობას თითო-თითო ვიწრო, გრძელი, მართკუთხა ფორმის სარკმელი აქვს. შენობას პარაპეტის ზოლი აგვირგვინებს, რომლის უკან ჩანს სიღრმეში შეწეული ერთი, სრული სართულის სიმაღლის დანაშენი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით. შენობა დაკეტილია და შიგნით შესვლა ვერ ხერხდება. ამდენად, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რამდენადაა შენარჩუნებული ან შემონახული ძველი ნაგებობის ნაშთები, საკუთრივ სახლის შიგნით. გარეგნული მონაცემების თანახმად კი, ნაგებობა ძეგლის სტატუსის მოხსნას საჭიროებს, ცალსახად.  ",
    "StatusName" : "ობიექტი სტატუსის გარეშე",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ახვლედიანი ელენეს აღმ./12",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.810665579999998,
    "Y" : 41.697505339999999
  }
}