ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3007
ObjectID: 3007
ID: 3007
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული სახლი ორსართულიანია, აგურით ნაშენი, შელესილი და შეღებილი. საცხოვრებელი სახლი რუსული П-ს გეგმის მქონეა. სიმეტრიული კომპოზიციის მქონე ფასადის გაფორმებაში ამპირის სტილით შთაგონება იგრძნობა. პირველი სართული რუსტირებულია. ნაგებობის კიდეში ეზოს ლითონის ჭიშკარია. მას სწორკუთხა სარკმლების რიგი მისდევს. ცენტრში პორტალია წარმოადგენილი. პორტალიც და განაპირა კუთხეებიც რუსტირებული პილასტრებით იმკობა დამატებით და კომპოზიციის ერთგვარი შეკვრა ხდება. ჭიშკრის ლითონის ტიმპანში შემორჩა რუსული ინიციალები А და Н. ჭიშკრის გარშემო ჩამოცვენილი ნალესობის ქვეშ ჩანს, რომ თავდაპირველი რუსტირება კენჭოვანი იყო. მეორე სართული რიტმულად ნაწევრდება სარკმლებისა და ცენტრთან ახლოს განლაგებული ორი ლითონის აივნის კარის ღიობებით. თითოეულ ღიობს საპირე შემოუყვება და მარტივი სანდრიკით იმკობა. სარკმელბს შორის სწორკუთხა დეკორატიული ნიშებია. ნაგებობას ასრულებს კარნიზი და პარაპეტი. განაპირა კუთხეებში და ცენტრში, პორტალის ხაზის აყოლებაზე, პარაპეტი სამკუთხა ფრონტონით მაღლდება. სადარბაზოში შემორჩენილია ქვის ფერადი იატაკი და ხის კიბე მოაჯირით. ეზოს მხრიდან ნაგებობას შემორჩა ხის შუშაბანდი სვეტებით და ხისავე კრონშტაინები. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც გიორგი ლემიქ-ნუბაროვის (პეტერბურგელი კონსტრუქტორი) დედას შეუძენია. ერთ-ერთ ოჯახში ინახება ნახაზები იმპერატორის ბეჭდით. შენობა საჭიროებს რესტავრაციას, შეინიშნება ბზარები. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურულ განვითარებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5281
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./78
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80071994
Y: 41.70909297