CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3003
ObjectID: 3003
ID: 3003
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ჩუბინაშვილის ქუჩის იმ მონაკვეთის მხატვრულ სახეს, სადაც ოლიმპიური რეზერვების სპორტული სკოლის შენობა (#38) მდებარეობს, XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ეკლექტური არქიტექტურის სახლები ქმნიან (#35, 37, 40ა, 40ბ და სხვა). მათ შორის რამდენიმე მსხვილი მასშტაბით გამოირჩევა - საცხოვრებელი სახლი (#46) და I სამუსიკო სასწავლებელი (#42). არის ტელეკომპანია იბერიის, მეტ-ნალკები წარმატებით ჩადგმული, თანამედროვე ნაგებობაც (#41), ასევე ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც უშუალოდ შენობის გვერდით მდებარეობს. თუმცა, მთლიანობაში ქუჩის ამ მონაკვეთს მხატვრულ-ისტორიული სახე შენარჩუნებული აქვს. ერთსართულიანი ნაგებობა გრძელი ფასადით გამოდის გ. ჩუბინაშვილის ქუჩის მხარეს. ფასადი შელესილია და შეფერევის გარეშეა დატოვებული. გლუვ ზედაპირს სწორკუთხა ფანჯრების რიგი მონოტონურად ანაწევრებს. ფასადის შუა ნაწილი თაღოვანი კარითა და მის ორ მხარეს მოთავსებული, თაღოვანი სარკმლებითაა აღნიშნული. ღიობებს შორის ბრტყელი პილასტრებია მოცემული, რომლეთა კაპიტელებიც კბილანებიანი კარნიზის არეში იჭრება. კარნიზის თავზე კედლის დონიდან ჩაწეული, მართკუთხა, გეომეტრიული ელემენტებით აღნიშნული პარაპეტია მოთავსებული. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ფრონტონის მსგავსი კონსტრუქციით სრულდება, რომლის უკანაც შენობის ცენტრალური ნაწილის დამაგვირგვინებელი გუმბათია აღმართული. შიდა მხრიდან გუმბათს მთელ დიამეტრზე ლითონის აჟურული მოაჯირით შემკული აივანი შემოუყვება, რომლისკენაც პირველი სართულიდან სპირალურად დახვეული, ლითონის კიბე მიემართება. შენობას უკანა მხრიდან უხვად გამწვანებული შიდა ეზო ეკვრის. ამ მხარეს გამომავალი ფასადიც შელესილია, ხოლო ნალესობაზე რუსტიკის იმიტაციაა დატანილი. ფასადის ცენტრალური ღერძი ჩამოჭრილია და მისი კუთხეები ბრტყელი პილასტრებითაა აღნიშნული. სხვა მხრივ, მორთულობა მას გარე ფასადის მსგავსი აქვს. სახლი საინტერესოა თავისი გეგმარებით, რომელიც XIX საუკუნის საქართველოსათვის არატრადიციული და უცხოა. შენობა აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში, ფასადთა მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმის ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5154
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./38
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80030183
Y: 41.71475229