ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3002
ObjectID: 3002
ID: 3002
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი #26 მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე. ნაგებობა სამსართულიანია, ნაგებია აგურით და შელესილია. სახურავის მასალად გამოყენებულია ლითონი. პირველ სართულზე სავაჭრო ობექტებია განთავსებული, რომლებიც ფართო, სწორკუთხა, ლითონის ჟალუზებით შემოსილი ღიობებით იხსნება ქუჩის მხარეს. აქვე, ფასადის მარჯვენა მხარესაა სადარბაზოში შესასვლელი სწორკითხა, ორნამენტული დეტალებით შემკული ხის კარი. ფასადის სიმეტრიული კომპოზიცია დანაწევრებულია სწორკუთხა სარკმლების მონაცვლეობით, რომელთა შუაშიც ლითონის აჟურული აივნები გამოდის. სწორედ ეს აივნები წარმოადგენს სახლის ერთ-ერთ გამორჩეულ მხატვრულ ღირებულებას და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ნაგებობებშიც გამოარჩევს მას. ფასადი კლასიცისტური ელემენტების შემცველია (კარ-სარკმლების გაფორმება დეკორატიული ალათებით და მცენარეული ორნამენტებით, ცრუ კარნიზის გაფორმება ასევე დეკორატიული ელემენტებით და ა.შ). სადარბაზოში შესასვლელი კარი ფრონტონის მსგავსი მოცულობით სრულდება, რომლის ზევითაც მრგვალი სარკმელია ამოღებული. სადარბაზოში ყურადღებას იქცევს დეკორატიულად გაფორმებული იატაკი (შავის, ნაცრისფერის და ნარინჯისფერის მონაცვლეობით შექმნილი სხვადასხვა გეომეტრიული ორნამენტებით), ქვის კიბეები და ლითონის მოაჯირი. სახლის შიდა ეზო მცირე მოცულობისაა, გეგმით სწორკუთხა და ამ მხარეს შენობა ხის დეტალებით დამშვენებული შუშაბანდით და ლითონის კიბით იხსნება. შენობას ასრულებს ლავგარდანი, რომელიც დეკორატიულ კონსტრუქციაზეა აღმართული. ნაგებობა მნიშვნელოვანია ისტორიული, ქალაქგეგმარებითი და მხატვრული თვალსაზრისით. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაშვებია მხოლოდ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4202
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./26
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80219129
Y: 41.70406722