{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3001?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3001?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3001?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3001",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3001,
    "ID" : 3001,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "1877 წელს აგებული შენობა რუსული П-ს გეგმის მქონეა. იგი ორსართულიანია, ნაგებია ძველი აგურით, შელესილი და შეღებილია.  ნაგებობა ორი ქუჩის შემაკავშირებელ არქიტექტურულ რგოლს წარმოადგენს და საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს. ფასადის გაფორმებაში ამპირის სტილის ელემენტებია გამოყენებული. აღმაშენებლის გამზირისკენ მიმართული პირველი სართული მაღაზიებითაა ნაწილობრივ სახეცვლილი. მეორე სართულის კედელი რუსტირებულია (ჩანს, რომ პირველიც რუსტირებული იყო, თუმცა ამჟამად მას შელესილობა ფარავს). მეორე სართული რიტმულადაა დანაწევრებული სარკლებით, რომლებსაც თაღოვანი საპირე შემოუყვება. სარკმლებს ქვემოთ დეკორატიული ნიშებია, მცირე პილასტრებით ფლანკირებული. პილასტრები აუყვება კედლის სიბრტყესაც ფასადის კუთხეებში. საგანგებოდაა გამოყოფილი ქუჩების გდაკვეთისკენ მიმართული შვერილი. აქ პირვე სართულზე სარდაფში ჩამავალი კარია, მეორე სართული კი ლითონის აივნითაა აქცენტირებული. აივნისა და მისკენ გაჭრილი კარი ნახევარსვეტებითაა ფლანკირებული. ნაგებობას კიდევ 4 ლითონის აივანი აქვს. აქედან სამი აღაშენებლის გამზირისკენ მიმართულ ფასადზე, თავდაპირველი, ორნამენტული მოაჯირებით, 1 კი მაზნიაშვილის ქუჩის მხარეს, მოგვიანებით შეცვლილი. ფასადის დეკორატიულ კომპოზიციას ასრულებს პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი. \nშენობის ორივე ფასად თითო-თითო სადარბაზო აქვს. ორივე მთგანის კარს შემორჩა ლითონის წინფრა. აღმაშენებლის მხრიდან სადარბაზოს შემორჩა ძველი ხის კარი, ინტერიერში კი შენარჩუნებულია ქვის იატაკი, კიბე და ლითონის მოაჯირი. მაზნიაშვილის ქუჩის მხრიდანაა ნაგებობის ეზოში შესასვლელი. ეზოს ლითონის ჭიშკარი ძველია და მის ორნამენტში ჩართულია რუსული ასო К, რაც ნაგებობის თავდაპირველ ფუნქციაზე მიანიშნებს. აქ გათავსებული იყო იუნკერთა (კადეტთა) კორპუსი, შემდეგ საავადმყოფო, ხოლო საცხოვრებლად გადაკეთდა გასაბჭოების შემდეგ. ეზოს მხრიდან ფასადი ნაწილობრივ შენარჩუნებულია, ნაწილობრივ კი ხისავე მასალითაა განახლებული. თავდაპირველი ნაწილიდან შემროჩა ხის შემინული შუშაბანდი, ნახევარსევეტები, ხისა და ლითონის კიბეები. \nნაგებობის მდგომარებოა ძალიან მძიმეა, თვალს ხვდება მრავალრიცხოვანი ბზარები, ნაპრალები, ჩამოშლილი ბათქაში, ადამიანის მიერ ფასადის დაზიანება (გამათბობლის მილი, მაღაზიის ლითონის წინფრის უხეში მონტაჟი, ფასადის თვითნებური შელესვა, შეღებვა და სხვა). ნაგებობა მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულების შემცველია, იგი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.  ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4592",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მაზნიაშვილი გიორგის ქ./2.აღმაშენებელი დავითის გამზ./49",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1857 წ.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "ფუნქციის გარეშე;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.801291829999997,
    "Y" : 41.705172230000002
  }
}