ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2997
ObjectID: 2997
ID: 2997
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: სამსართულიანი სახლი ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩების კუთხეში ალექსანდრე როგოისკის ავტორობით არის აგებული. მაშტაბური ნაგებობის დიდი ნაწილი ჩიტაიას ქუჩაზეა, ხოლო მხირე მონაკვეთი კლდიაშვილზე. შენობა გეგმაზე П ფორმისაა, და შინა ეზოს დაირთავს, რომელში მოხვედრაც ნაგებობის სადარბაზოს გავლით და ასევე კლდიაშვილის ქუჩიდან, მომიჯნავე სახლის თაღიდან არის შესაძლებელი, რომლელიც საბჭოთა დროიხ არქიტექტურაა. XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისში აგებული ნაგებობა, თბილისის სახლების დიდი ნაწილის მსგავსად, ხუროთმოძღვრული სამკაულით უხვად არის მორთული. მისი ფასადები გოთიკისა და ფრანგული რენესანსის მოტივებს ექვემდებარება. სადარბაზოს საზეიმო კომპოზიცია და თითქმის ხელუხლებლად შემორჩენილი ხის, ტრადიციული აივნები, ნაგებობის მხატვრულ ღირებულებას ერთი-ორად ზრდის. ის მასშტაბითა თუ საფასადე კომპოზიციის გადაწყვეტით, ქუჩის უმთავრესი დომინანტია. სახლი, ამასთანავე, მიმდებარე კვარტალსა და უბანს ასრულებს, "შემოსაზღვრავს”, კუთხით იმ ქუჩებისკენ არის მიმართული რომელსაც გამიჯნავს. სწორედ ამ კუთხის მიღმა, შენობების მასშტაბი და მხატვრული ღირებულება თითქმის სრულად მცირდება. გიორგი ჩიტაიას ქუჩას მიმყოლი ფასადი სიმეტრიულია. კომპოზიციის შუა ღერძიდან თანაბრად დაშორებული ვიწრო რიზალიტებია მონიშნული, რომლებსაც მეორე სართულზე რუსტირებული, მესამე სართულზე კი, პროფილირებული პილასტრები საზღვრავს. რიზალიტებში შენობაში შესასვლელი ღიობებია გაჭრილი, რომლებშიც რკინის ახალი კერებია მოთავსებული. მათ ზემოთ, ორივე სართულზე, თითო-თითო, აჟურული რკინის მუცლიანი ცხაურით შემოსაზღვრული, ღიობებდართული აივნებია შეკიდული. ფასადის ცენტრში თანმიმდევრულად განლაგებული ოთხი პილასტრითა და ღიობებით, თითქოს ორმაგი რიზალიტი მოინიშნება. მის შუა ღერძზე, პირველ სართულზე, საჭექი ქვებით შემკულ განიერ თაღში სწორკუთხა სარკმელია დატანილი. მის თავზე რკალით დასრულებული კარია გაჭრილი, რომლის საჭექი ქვები აქეთ-იქით დატანილი პილასტრების შემამკობელ რუსტებში გადაიზრდება. მწკრივს მესამე სართულზე მოთავსებული დაბალი თაღის მქონე ღიობი აბოლოებს. მათ აჟურული მოაჯირით შემკული აივნები ერთვის. რიზალიტებს შორის ერთმანეთის მიჯრით განლაგებული სარკმლების რიგებია მოთავსებული. მეორე სართულის ფანჯრებს წყვილ-წყვილად ერთიანი კარნიზი ამკობს და ქვემოდან განცალკევებით მდგარი რუსტები ერთვის. მესამე სართულის სარკმლები პროფილირებული თაროებით არის დაგვირგვინებული. ანალოგიური სამკაულით არის გაფორმებული დავით კლდიაშვილის ქუჩისკენ გამავალი სიმეტრიული ფასადიც, რომლის ცენტრში, ზედა ორ სართულზე, დიდი ზომის აჟურული აივნებია შეკიდული. ორი ქუჩის მიმყოლ ფასადს მოკვეთილი კუთხე აერთიანებს. წახნაგზე, ზედა ორ სართულზე აივნებია მოთავსებული. ნაგებობას ვარდულისებრი განმეორებადი ფორმებით შემდგარი ფრიზი და სადა კარნიზი ასრულებს. აღსანიშნავია ნაგებობის სადარბაზო. გრძელი, ჭადრაკისებური ფილებით მოპირკეთებული იატაკითა და კედლებზე მოთავსებული თაღნარით წარმოდგენილი ვესტიბული კიბის ოვალურ უჯრედს უკავშირდება, სადაც ოვალურივე, რკინის აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული კიბეა წარმოდგენილი. მის კედელს მაღალი, რკალური ნიშა ანაწევრებს. უჯრედს ჭერში მოწყობილი ბუნებრივი განათების წყარო ერთვის. ნაგებობას, საზიარო ეზოსკენ, გახსნილი ხის ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული აივნები წარმოადგენს, რომელიც სახლს ორმაგი კუთხით შემოწერს. აივნების დიდი ნაწილი სახეუცვლელია. გვიანი ჩარევები პირველ სართულზე შეინიშნება, სადაც შუშაბანდებიანი სივრცეები აგურის კედლებით არის შემოსაზღვრული. აქვეა მოთავსებული სარდაფის თაღოვანი ჩასასვლელები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5127
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩიტაია გიორგის ქ./20.კლდიაშვილი დავითის ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის მიწურული.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80238583
Y: 41.71468547