CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2992
ObjectID: 2992
ID: 2992
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ ნომერში მდებარე აგურით ნაგები სახლი ორსართულიანია სარდაფით. მას ტრადიციულად ახლავს შიდა ეზო, რომელსაც იგი ორი მხრიდან უვლის, შესაბამისად შენობის მარჯვენა ნაწილი ეზოს სიღრმეში ვითარდება. სახლი ფასადით ლერმონტოვის ქუჩაზე გამოდის. ფასადი შელესილი და შეღებილია. საფასადო სიბრტყე, რომელიც ფონს ქმნის ყვითელია, ხოლო მასზე დადებული არქიტექტურული ელემენტები თეთრი. ამასთან კი სარდაფის ნაწილი ღია მწვანედაა დაფერილი. ფასადი უხვადაა გაწყობილი პლასტიკურად ნაძერწი სამკაულით. განსაკუთრებით მდიდრული შემკულობა კი კოცენტრირებულია ზედა სართულზე. პროფილირებული სარტყელით გამიჯნულ სართულებს ფანჯრების სწორკუთხა ღიობების რიგი ანაწევრებს. პირველი სართულის ფანჯრებს საპირეები შემოწერთ, რომლებიც ფასადზე გავლებულ სარტყელს ებჯინება. ფასადის კიდურა ნაწილებში კედლის სიბრტყე მორთულია იონიურ კაპიტელიანი პილასტრების მეშვეობით. მათ კი ზედა სართულზე კორინთულ კაპიტელიანი პილასტრები ენაცვლებათ, რომელთა ზედაპირი ქვედა ნაწილში კანელურებიანია. Aამ სართულის ფანჯრები მდიდრულადაა შემკული. მათ საპირეების თავზე პლასტიკურად ნაძერწ კრონშტაინებზე დაბჯენილი პროფილირებული თავსართები ევლებათ. Aამ უკანასკნელთა შუა არე და აგრეთვე ფანჯრების ძირი ნაძერწი გირლანდებითაა მორთული. Aამავე სართულზე ლითონის აჟურულ მოაჯირიანი ორი შეკიდული ფართო აივანი გამოდის. მათგან ერთი, შედარებით გრძელია და ფასადის დაახლოებით ცენტრშია მოთავსებული, ხოლო მეორე კი მარჯვენა კიდურა ნაწილშია, რომლის ქვემოთ სადარბაზოში შესასვლელი აჟურული ლითონის მაღალი კარია მოთავსებული. შენობას პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი აგვირგვინებს. Eკარნიზს ქვემოდან პლასტიკურად ნაძერწი სამკაული ებჯინება. პარაპეტი კი სვეტებისა და ლითონის აჟურული “მოაჯირების” მონაცვლეობით იქმნება. Eეს უკანასკნელნი თავისი ხასიათით ეხმიანება აივნების მოაჯირებსა და კარის ცხაურს, რაც მთლიან მხატვრულ შთაბეჭდილებას ქმნის. სადარბაზოში მოთავსებულია მხატვრულად ღირებული მარმარილოს ორ მარშიანი კიბე, რომელსაც ახლავს ლითონის დეკორატიული მოაჯირი და ორი ლითონის მაღალი “სვეტი”, რომელსაც ფუნქციური დანიშნულება ჰქონდა. შიდა ეზოში მოხვედრა ჩიხში მოთავსებული რკინის ჭიშკრის მეშვეობითაა შესაძლებელი. ჩიხის მხარეს ფასადზე ხის გრძელი გადახურული აივანი გამოდის, რომელიც გვიანდელია და მხატვრული ღირებულება არ აქვს. ეზოს მხრიდან შენობა სახეცვლილია. თავდაპირველად იგი ხის ფართო გადახურული აივნებით იხსნებოდა, რომელთაც ჭვირულად შემკული მოაჯირები ჰქონდათ. ახლა მოხარატებული მოაჯირის მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამჟამად ზედა სართული მთლიანად შუშაბანდს წარმოადგენს. პირველი სართულზე კი ნაწილობრივ შერჩენილია აივანი, ნაწილობრივ კი შუშაბანდადაა გადაკეთებული. შენობის ბოლოში მოთავსებულია ხის ორ მარშიანი კიბე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4712
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნინოშვილი ეგნატეს ქ./41a
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79954891
Y: 41.71471107