ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2988
ObjectID: 2988
ID: 2988
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა მდებარეობს დ. უზნაძის ქუჩაზე. სახლი სამსართულიანია, ნაგებია აგურით და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. სახურავი გადახურულია ლითონის ფირფიტებით. ნაგებობაის ფასადი შეღებილია 2012 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში. ფასადი სიმეტრიულია; ცენტრში ოდნავ დადაბლებული მოცულობაა, ხოლო აქეთ-იქეთ ფრონტონით დასრულებული შემაღლებული მოცულობებითაა ფლანკირებული. ფასადის ნაწილებს ერთმანეთისგან საზღვრავს მოცულობითი სვეტები, რომლებიც ფასადზე ერთმანეთს ენაცვლება შეისრული და მშვილდა თაღით მოსაზღვრული ფანჯრები და კარები. პირველ სართულზე ფსადის განაპირა ნაწილებში ორი ფართო კარია გაჭრილი, შუაში კი მშვილდა თაღით დაბოლოებული ფანჯრები ნაწილდება. მეორე და მესამე სართულები ერთნაირადაა გადაწყვეტილი, განსხვავება მხოლოდ ღიობების ფორმაშია (ყველგან შეისრულთაღოვანი ღიობებია, გარდა მეორე სართულის შუა სამი ფანჯრისა, რომლებიც მშვილდა თაღით შემოისაზღვრება). მეორე და მესამე სართულები ერთმანეთისგან კბილანებიანი კარნიზითაა გაყოფილი, ხოლო ბოლო სართულს კი პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი ასრულებს. შენობის ფასადის გაფორმება გოთიკის ნიშნებს ატარებს, რაც ცალკეული კონსტრუქციული ნაწილების ფორმებსა და დეკორატიულ მორთულობაში გამოიხატება. ნაგებობის ფასადი ორ ფერშია გადაწყვეტილი: სიბრტყე ლურჯია, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები და დეკორატიული გაფორმება თეთრი. შენობის ეზოს მხრიდან ფასადი გალერეით იხსნება. სადარბაზოში შესასვლელები მთავარი ფასადიდან არის, სადაც ყურადღებას იქცევს დეკორატული იატაკი, ქვის კიბე და ლითონის მოაჯირი. შენობა მნიშვნელოვანია ქუჩის/ქალაქის გეგმარებითი და ისტორიული იერსახის შექმნისთვის. მისი ფასადის ეკლექტური ხასიათი საგულისხმოა მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, რაც ძეგლს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებასაც ანიჭებს. აქედან გამომდინარე, მასზე დასაშვებია სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4945
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./17.აღმაშენებელი დავითის გამზ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80259083
Y: 41.70328016