ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2985
ObjectID: 2985
ID: 2985
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა სამსართულიანია, ე.წ. რუსული აგურით ნაგები, სარდაფით და მანსარდით. გეგმას წაგრძელებული ლათინური ასო L-ის ფორმა და ჩიხის გაყოლებაზე, გრძივად განვითარებული შიდა ეზო აქვს. მთავარი ფასადი დავით აღმაშენებლის გამზირისკენაა მიმართული და უხვადაა შემკული დეკორატიული ელემენტებითა და ორნამენტებით. მას ცენტრალურ ნაწილში მცირედგამოწეული რიზალიტი აქვს, რომელიც სამივე სართულის სიმაღლეზე ვითარდება. შენობის I სართული სადად დამუშავებულია. მისი მარცხენა ნაწილი სავაჭრო ობიექტს და რესტორნის შესასვლელს უკავია. რესტორანი შენობის სარდაფშია მოწყობილი და მასში კიბით ვხვდებით. სარდაფში მსხვილ ბურჯებზე თაღები და კამარებია გადაყვანილი. მარჯვენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია, ლითონის, ჭედური, გრეხილი დეტალებით და სადარბაზოს კარი. კარი პროფილირებული დეტალებით და ლითონის აჟურული ცხაურებითაა მორთული. შესასვლელთან წირთხლებიც ასევე პროფილირებული დეტალებით მორთული ხის პანელებითაა გაფორმებული. სადარბაზოს ხის ორფრთიანი კარის ზემოთ ფასადი შემკულია პოსეიდონის სტილიზებული თავის აქეთ-იქით სიმეტრიულად გაწოლილი ნერეიდების სკულპტურული კომპოზიციით. სართულები ერთმანეთისგან დეკორაციული სარტყლებით იყოფა. მათზე განსხვავებული ნახატის ორნამენტული კომპოზიციებია დატანილი. ზედა ორ სართულს ხუთ-ხუთი ღიობი ანაწევრებს. III სართულზე ყველა ღიობი თაღოვანია, ხოლო მეორეზე მხოლოდ განაპირა ღიობებს აქვს თაღოვანი მოხაზულობა, დანარჩენი სწორკუთხაა. II სართულის ღიობებს ვიწრო მოჩუქურთმებული საპირეები შემოწერს. ღიობების თავები აქცენტირებულია უხვად შემკობილი პროფილირებული თავსართებით. ფანჯრის რაფების ქვემოთ მართკუთხა ჩანართებია დეკორაციული ნაძერწობით. შუაკედლისებზე კარიატიდებია, რომლებიც ფასადს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. ფასადის II სართულის განაპირა, თაღოვანი კარებიც უხვადაა შემკული ვიწრო მოჩუქურთმებული საპირეებით და დეკორატიული ელემენტებით. თაღს შუაში ქალის სახის გამოსახულებიანი საჭექი ქვა აქვს. III სართულის თაღოვან ფანჯრებს შედარებით უფრო რთული დეკორი აქვს, რომელსაც მორკალული პროფილირებული თავსართები აბოლოებს, რომელთა ცენტრი აღნიშნულია ბავშვის თავის პლასტიური გამოსახულებებით. შუაკედლისების გლუვი არეები ნაწევრდება მსუბუქი ხაზების მეშვეობით. III სართულის განაპირა ღიობების დეკორი მცირეოდენ განსხვავდება რიზალიტის ფანჯრების დეკორისგან. მორთულობის ძირითადი კომპოზიცია მეორდება, მაგრამ იცვლება დეტალები. ბავშვის გამოსახულებები ჩანაცვლებულია დეკორატიული ელემენტებით. მარჯვენა ღიობის მორთულობაში რელიეფური ციფრებით ჩაწერილია შენობის აგების თარიღი - 1904. III სართულს ასრულებს მხატვრულად დამუშავებული პროფილირებული კარნიზი, რომლის ცენტრალურ ნაწილში, რიზალიტის თავზე ლომის თავის გამოსახულებებია ჩართული. ფასადის განაპირა არეებზე ორივე სართულზე, მხატვრულად ღირებული, ლითონის აჟურულმოაჯირიანიაივნებია გადმოკიდებული. ფასადის ცენტრალურ მონაკვეთს, რიზალიტის ზემოთ, აგვირგვინებს მშვენიერი მანსარდა, რომელშიც სამი მრგვალი სამერცხლულია გაჭრილი. მათ წრიული ღიობების ზედა ნახევარს შემოწერს პროფილირებული თავსართები. მანსარდის სახურავი შემოსილია თუნუქის ე.წ. "ქერცლით". მანსარდას აგვირგვინებს თუნუქით შემოსილი ორი შპილი. ფასადის განაპირა ნაწილები მრუდხაზოვანი დაბალი ატიკებით ბოლოვდება. ატიკების ცენტრში გაჭრილია მრგვალი ღიობები, რომლებიც მანსარდის სამერცხლულებს ეხმიანება. არ შეიძლება, რომ არ აღვნიშნოთ სადაბაზოს ინტერიერი. ის მდიდრულად არის დეკორირებული და თითქმის მთლიანად მოხატული. ორმარშიან კიბეზე მარმარილოს საფეხურებია და ლითონის ჭედურად დამუშავებული მოაჯირები მიუყვება. შიდა ეზოში ზემოთ ნახსენები გვირაბით ვხვდებით. მის ფასადებს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. ის თავდაპირველად თბილისური ტრადიციისამებრ ხის ფართო აივნებით იხსნებოდა. ამჟამად აივნების ნაწილი ამოშენებულია, ხოლო ნაწილი შემინულია და შუშაბანდადაა გადაკეთებული. საკმაოდ დიდ ნაწილზე შემორჩენილია მოაჯირების გამორჩეულად ლამაზი და იშვიათი ჭვირული ნახატი. შენობის ფლიგელში, რომელიც ეზოს სიღრმეში ვითარდება, არის მეორე სადარბაზო. მასში შესასვლელ ორფრთიან ხის კარს ლითონის აჟურული ცხაურები აქვს. შენობა წარმოადგენს ბაროკული ეკლექტიზმის ღირებულ ნიმუშს და თავისი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობით ერთ-ერთი გამორჩეულია დავით აღმაშენებლის პროსპექტზე. მას არსებითი წვლილი შეაქვს პროსპექტის არქიტექტურული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4115
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./93
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე; საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79681021
Y: 41.71066636