CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2984
ObjectID: 2984
ID: 2984
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის შუახანებში აგებული საცხოვრებელი სახლი ორი სართულისგან შედგება, ნაგებობა ძველი აგურითაა ნაშენი. 2012 წელს დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს შედეგად მოხდა შენობის ამაღლება, მას დაემატა მწვანე თუნუქით გადახურული მანსარდა, შუაში შვერილით და მრგვალი სარკმლით, აქეთ-იქით კი სწორკუთხა სარკმლის ღიობებით. ასევე, განახლდა და შეიღება ფასადი, სადარბაზოს ძველი კარი ახალი ხის კარით შეიცვალა, პირველ სართულზე განთავსებული აფთიაქის ვიტრინის ჩარჩოებიც გამოიცვალა. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველი სართული რუსტირებულია, მეორე სართულს ანაწევრებს 4 ღიობი: ცენტრში ლითონის აივანზე გამავალი კარი და მის აქეთ-იქით წყვილი სარკმლები. თითოეულ მათგანს პროფილირებული საპირე შემოუყვება. ფასადს კუთხეებში კორინთული პილასტრები აუყვება კანელურებით დაღარული ტანით. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლითონის აივანს, ყურადღებას იქცევს მისი ორნამენტული ფორმები. შენობას დამატებით ამკობს ნიშებით დანაწევრებული პარაპეტი. ნაგებობა დღესდღეობით ნაწილობრივ ფუნქციურია, მოქმედებს პირველ სართულზე განთავსებული აფთიაქი, მეორე სართულზე კი საცხოვრებელი დაცლილია და შესაბამისად, სადარბაზოს კარიც დაკეტილი. მხოლოდ ახლადგანახელბული ფასადის დათვალიერებით ძნელია, განისაზღვროს შენობის მდგომარეობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ განახლების დროს განცდილი ცვლილებების მიუხედავად, ნაგებობა ინარჩუნებს არქიტექტურულ-ისტორიულ ღირებულებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4206
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80462035
Y: 41.70305003