CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2983
ObjectID: 2983
ID: 2983
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოცემული შენობა სამსართულიანია და მთავარი ფასადით კარგარეთელის ქუჩაზე გამოდის. სახლის გეგმას ლათინური თ-ს ფორმა აქვს. ფასადის ორი ზედა სართული შელესილია, პირველი სართული ღია, ცისფერი ფილებით არის მოპირკეთებული და ქვემოთ ქვის, შედარებით ამოზნექილი ფილების ორი ზოლი მიუყვება, ფასადი ნაწევრდება ღიობების რიტმით. ღიობები სადაა, საპირეების გარეშე. I და II სართულს ჰყოფს პროფილირებული კარნიზი. მესამე სართულზე ორი ლითონის აივანია, რომლებიც ფასადის კიდეებშია განლაგებული. II და III სართულს ცენტრალურ ნაწილში ორი პილასტრი ასდევს და ბოლოვდება თაღოვანი კარნიზით. პილასტრებს აკავშირებს პროფილირებული სარტყელი. ორი ფანჯრის თავზე კედლის სიბრტყე შევსებული არის ჭადრაკულად განლაგებული ფერადოვანი კერამიკული ფილებით. მოცემული სიბრტყის ცენტრში დიდი ორნამენტია განთავსებული. პირველ სართულზე მარცხენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია. გირაბს რკინის სადა ჭიშკარი აქვს. ჭიშკრის მხოლოდ ერთ მხარეს კაპიტელიანი, კედელში შეჭრილი სვეტია. პირველი სართულის ცენტრში სადარბაზოში შესასვლელი ხის, ავთენტური კარია, რომელიც შემკულია სადა, პროფილირებული ხის ელემენტებით. კარის თავზე ორივე მხარეს ქალის რელიეფური პროფილებია გამოსახული, რომლებიც გაწყობილია ფლორისტური ორნამენტებით. სადარბაზოში ორმარშიანი კიბეა ლითონის მოაჯირით. მოაჯირს სადა ნაჭედი ელემენტები აქვს. სადარბაზოს იატაკი ფერადი ფილებით არის გაწყობილი. ხოლო სართულის ჭერზე, სადარბაზოში ფერადი შუქ-ფარანია, რომელიც გარშემორტყმულია პროფილირებული ჩარჩოთი. ნაგებობა ზოგადი შეფასებით ნორმალურ მდგომარეობაშია. ფასადზე ბზარებია და ნალესობა ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. საინჟინრო კვლევის შემდგმ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4471
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კარგარეთელი იას ქ./3a
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate:
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79530277
Y: 41.71581235