CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2978
ObjectID: 2978
ID: 2978
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი, განაშენიანების საერთო ხაზიდან სამიოდე მეტრით შიგნით არის შეწეული. ფასადის გასწვრივ, მის წინ ერთმანეთის მიყოლებით დარგული, სამი კვიპაროსი და ღობის მიმყოლი, დაბალი ბუჩქების გრძელი ბაღია გაშენებული. ეს ყოველივე კი ქუჩისგან ლითონის გამჭოლი ზღუდით არის გამიჯნული. სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში ლათინურ ლ-ს წარმოადგენს. ქუჩისკენ მიმართული, მთავარი ფასადი ორივე სართულზე, თანაბარი რიტმით გაჭრილი, სწორკუთხა ღიობებით არის დანაწევრებული. სართულებს შორის გამყოფად გავლებულია პროფილირებული კარნიზი. პირველი სართულის მარჯვენა, განაპირა ღიობში სადარბაზოს ხის კარია მოთავსებული, რომელსაც ძლიერ შვერილი, ლითონის აჟურული, ორქანობა სახურავით დაბურული წინფარა აქვს მიდგმული. წინფარა ხსენებული ზღუდის ფარგლებს არ სცდება და ზღუდეში ჩართულ ორი, აგურით ამოყვანილ და შელესილ სვეტზეა დაბჯენილი (მარჯვენა სვეტი გვიანი გაფართოვების გამო, ვიწრო კედელს წარმოადგენს). სვეტებს შორის ლითონის ჭიშკარია, რომლის მეშვეობითაც, სადარბაზოს კართან წინფარას ფარგლებში ვხვდებით. წინფარას მონაკვეთი ბაღისგან და შიდა ეზოში გასასვლელისგან ლითონის თავდაპირველი, ჭვირული ზღუდეებითაა გამიჯნული. ბაღის მხარეს არსებულ გასასვლელში დაბალი ჭიშკარია მოწყობილი. სადარბაზოს ხის კარი არქიტექტურული დეტალებითაა მორთული, შემინულ ნაწილებში კი ლითონის აჟურული ცხაურები აქვს აფარებული. კარი ზედა ნაწილში შემინული სარკმლით გრძელდება (ამჟამად, ის "ხალხის პარტიის" ბანერით არის დაფარული). პირველი სართულის უშუალოდ, ბაღისკენ მიმართულ კედელს, ქვემოდან გლუვი, ორსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. ფანჯრის ღიობები ზედა ნაწილში კუთხეებშეტეხლი არშიებით არის მოჩაროებული. ქვედა, ჰორიზონტალური ნაწილები არშიის გარეშეა დატოვებული. ფანჯრები დაგვირგვინებულია პროფილირებული თაროებით. მათი შუაკედლისები ჰორიზონტალური ხაზებითაა დასერილი. ღიობთა დამაგვირგვინებელი თაროების ზემოთ, ვიდრე პროფილირებულ სარტყელამდე კედელი გლუვადაა დატოვებული. პირველი სართული ღია ვარდისფერი ტონითაა შეღებილი. მეორე სართულის მარცხნიდან მეოთხე ღიობი კარისაა და წინიდან ლითონის აჟურულმოაჯირიანი, ლითონისავე კონსოლებზე დაბჯენილი შეკიდული, გეგმაში სწორკუთხა აივანი აქვს მიდგმული. სართულის დანარჩენი ფანჯრები ასევე, არშიაშემოვლებულია (ქვედა ნაწილები თაროების შვერილებითაა შევსებული). ფანჯარათა ჩამოსწვრივ მათივე სიგანის, გლუვი სწორკუთხა ნაშვერებია. ღიობთა შუაკედლისებს შვერილი სარტყელიდან ფანჯარათა ზედა მოჩარჩოებამდე, გლუვი, ტოსკანირი პილასტრები აუყვება. სართულის განაპირა ნაწილებში თითო-თითო პილასტრია. მთლიანად ფასადი მეტოპებისა და ტრიგლიფების მონაცვლეობით შედგენილი ფრიზითაა დასრულებილი, ტრიგლიფიონის თავზე კი ძლიერ შვერილი კარნიზი აგვირგვინებს მთელ ფასადს. ქუჩისგან გამმიჯნავი ზღუდის მარჯვენა ნაწილში. წინფარას დამჭერ ვიწრო კედელსა და მომიჯნავე სახლის ეზოს კუთხეში არსებულ სვეტს შორის ლითონის ყრუ ჭიშკარია მოთავსებული, რომლის მეშვეობითაც შიდა ეზოში შევდივართ. სახლის შესასვლელზე გამავალი კედელი შეულესავია და მის სიმეტრიის ღერძზე, ერთმანეთის თავზე გაჭრილია ორი, სწორკუთხა ფანჯარა. შიდა, სწორკუთხა ეზოს ორი მხრიდან სახლი ფარგლავს, დანარჩენი ორი მხრიდან კი - ზღუდე. მთავარი ფასადის პარალელური, უკანა ფასადი ოდესღაც, ორივე სართულზე ღია აივნებით იყო გახსნილი. ამჟამად, პირველი სართულის აივნები ამოშენებულია და მარჯვენა ნაწილში სწორკუთხა მოცულობა აქვს მიდგმული. მარჯვენა ფლიგელი სამსართულიანია (მესამე მოგვიანებით არის დაშენებული) და საბედნიეროდ, მისი აივნები ხელუხლებელია. ხის აივანთა სვეტები მოაჯირების დონეზე კვადრატულია, მოაჯირიდან "კაპიტელამდე" კი ოქტაგონალური გეგმისაა. მოაჯირები ჭვირული დაფებითაა შედგენილი. ძირითადი ნაწილის მეორე სართულზე სვეტების ოდნავ, დაცურებული "კაპიტელების" ზემოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილია ჭვირული, ხის "ფარდები". აივნების შიგნით კედლები შელესილი და მოურთავია და მათში გაჭრილი უკლებლივ, ყველა ღიობი სწორკუთხა მოხაზულობისაა. აივნები შეღებილია შაბიაბნისფრად. აღნიშნულ სახლში 1917-1973 წლებში ცხოვრობდა ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი. სახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. ეზოსკენ აივნებით გახსნილი, მარჯვენა ფლიგელის მესამე სართული, სახლის მცხოვრებთა ზეპირი ცნობით XX საუკუნის 90-იან წლებშია დაშენებული. გ. ჩუბინაშვილის ქუჩისკენ მიმართული, მთავარი ფასადი ნეოკლასიცისტური სტილისაა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5146
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80210706
Y: 41.71214507