{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2977?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2977?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2977?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2977",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2977,
    "ID" : 2977,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ხაზოვანი გეგმარების შენობა გამზირის სიღრმეში, სამხრეთის ფერდის განაშენიანებაშია მოქცეული და მასთან მოხვედრა დ. აღმაშენებლის გამზირზე გამომავალი სხვა შენობის ეზოს ჭიშკრიდან და მისი გვირაბული გასასვლელიდან არის შესაძლებელი. საცხოვრებელი სახლის ფუნქციით აღჭურვილი ნაგებობა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში აშენებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, მისი დღევანდელი სახე საბინაო ფართის უკიდურესმა საჭიროებამ სანახევროდ დაუკარგა ავთენტურობა, პირვანდელი კონტურები და მასათა გადანაწილება; ამ გადაგვარებულ, მინაშენებითა და დაშენებით დამახინჯებულ სამსართულიან სახლს ავთენტური შემორჩა მხოლოდ ცენტრალური ფასადის მხატვრული გაფორმება, აივნები და შუა სადარბაზოს ვიტრაჟული სარკმლები, რამაც განსაზღვრა მისი ძეგლის სტატუსის ჩამოყალიბება. \nშენობის ზურგის ფასადი, როგორც უკანა განაშენიანების გამმიჯნავი არე, სრულიად ყრუ აგურის კედლით არის ამოყვანილი. აღმოსავლეთით პირმიქცეული ნაგებობა შვერილ, კიდურა ფრთებს და მათ შორის მოქცეულ მასიურ, რიზალითურ შვერილს მიმსგავსებულ კორპუსს აერთიანებს. ეს უკანასკნელი ფსევდო-კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და რკინის ღია მოაჯირებიანი აივნებითა და ცენტრალური სადარბაზო შესასვლელით არის გაფორმებული. სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი კიდურა ფრთები - მარცხენა ფრთაში კედლებში მოქცეული სადარბაზო და კიბის უჯრედია მოქცეული, ხოლო მარჯვენა ფრთა რკინის ღია კიბეების მარშებით იხსნება. კიდურა ფრთებსა და ცენტრალურ კორპუსს შორის ხის ყრუმოაჯირიანი შუშაბანდებია მოთავსებული (მათი ნაწილი დღეს აგურითაა ამოშენებული). ნაგებობას სრულ პერიმეტრზე დადგმული აქვს სხვადასხვა დროსა და მასალაში გადაწყვეტილი მეოთხე სართული. \nსახლის მხატვრული გაფორმებიდან ყურადღებას იქცევს ცენტრალური კორპუსის კომპოზიცია - მაღალი ცოკოლის სართულით, სართულშუა პროფილირებული თაროებითა და სადა კარნიზით, სწორკუთხა საპირეებში ჩასმული კარ-სარკმლის ღიობებით, სიმეტრიის ღერძის პარალელურად შესმული და ერთმანეთის თავზე განლაგებული აივნების ორი წყვილით (მათ რიცხვს უსახურად ემატება დაშენებული სართულის წინფრიანი აივანიც), სიმეტრიის ღერძზე მოქცეული სადარბაზო შესასვლელით, რომელიც პილასტრული სარტყლებითა და ვიწრო, წყვილად განლაგებული სარკმლებით წარმოდგენილი მცირე რიზალითური შვერილით გამოეყოფა ფასადს. \nაღსანიშნავია ცენტრალური სადარბაზო შესასვლელის გაფორმება. საკმაოდ მაღალი სადარბაზო კარი პირვანდელი მოჩუქურთმებული ფრთებით არის შემორჩენილი, ქვის იატაკი და ფართო კიბეების მარშები სხმული მოზაიკური ნახატით არის წარმოდგენილი (რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით კართან არსებულ იატაკზე), საერთოდაც, სადარბაზო საგანგებოდაა გაფორმებული: კიბის მოაჯირები რთული და დახვეწილი კომპოზიციის რკინის მოაჯირებით იმკობა, რომლებსაც კიბის მარშების მიხედვით კანდელაბრები უნდა დამატებოდა (დღეს მათი არსებობის კვალი წაშლილია); ასევე საყურადღებოა მარშებს შორის მოქცეული ვიტრაჟები - ადრე რენესანსული სარკმლების შთაგონებით შექმნილი ფორმით (ორი შეწყვილებული თაღოვანი სარკმელი წრით ფრამუგაში). ვიტრაჟები ქვედა სართულებზე საბჭოთა პერიოდში უფრო მჭახე ფერების მინებით შეიცვალა, სახლის ავთენტური ვიტრაჟი მხოლოდ ზედა სართულზეა შემორჩენილი - შედარებით ბაცი შეფერილობითა და გლუვი ფაქტურით. სახლი მაღალი, თავის დროზე კაპიტალურად გამართულ, სარდაფს ეფუძნება; დღეს სარდაფის უაკანა სათავსოები მიტოვებულია და მოუვლელია, წინა მხარე, ცოკოლის ხაზზე კი საცხოვრებელ ფართებადაა გადაქცეული. \nზემოთქმულიდან გამომდინარე და ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა, რაც აუცილებლად გულისხმობს სარეტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატრებას და არსებული უხესი მინაშენების სრულ დემონტაჟს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4257",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./80",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1903 წ.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79760254,
    "Y" : 41.707924720000001
  }
}