ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2976
ObjectID: 2976
ID: 2976
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით", გეგმაში ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს და საერთო განაშენიანებაშია ჩართული. ანაკლიის ქუჩაზე გამავალი, მთავარი ფასადი შეულესავია და მთელი მისი მორთულობა აგურის წყობის ჩაწევა-ამოწევითაა განხორციელებული. ფასადი გლუვი ცოკოლითაა ამაღლებული. მის მარჯვენა მონაკვეთში ეზოში შესასვლელი, მშვილდათაღოვანი გვირაბია გაჭრილი, რომელსაც ლითონის აჟურული ჭიშკარი აქვს შებმული. ჭიშკრის მარჯვნივ კი სადარბაზოს ხის კარია მოთავსებული. პირველი სართულის მშვილდათაღოვანი ფანჯრები სამი მხრიდან გლუვი არშიითაა მოჩარჩოებული. არშია ზედა ნაწილში გვერდითებზე ორჯერ განიერია და შვერილი თაროთი სრულდება, ცენტრში კი გლუვი საჭექი ქვებია დასმული. ფანჯარათა ქვედა მოჩარჩოების როლს ჰორიზონტალური სარტყელი ასრულებს, რომლის ქვემოთაც, ცოკოლის შვერილამდე არსებული კედელი, შვერილი, გლუვი ჩარჩოებითაა შევსებული. ეზოში შესასვლელი გვირაბსა და ფასადის განაპირა ნაწილებს, ფანჯარათა ქვედა მოჩარჩოების სიმაღლიდან აგურის წყობაში გამოყვანილი, გლუვი რუსტებისაგან შექმნილი პილასტრები აუყვება, რომლებიც მეორე სართულზეც გრძელდება, ოღონდ, მათი ზედაპირი უკვე გლუვია. პირველი სართული სამსაფეხუროვანი სარტყელით სრულდება. მეორე სართულის ყველა ღიობი ასევე, მშვილდათაღოვანი მოხაზულობისაა. პირველი სართულის ფანჯრის ღიობებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ ქვედა ნაწილებშია მოჩარჩოებული ჰორიზონტალური სარტყელით. მარცხნიდან მეორე და მეშვიდე ღიობები კარისაა. აქედან, პირველს წინიდან მიდგმული აქვს გეგმაში სწორკუთხა მოხაზულობის, ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი, მეორეს კი ბრტყელი, ე.წ. "ფრანგული აივანი". ფანჯარათა ჩამოსწვრივ ჩაწეული უბეებია მოწყობილი. ზედა ნაწილში მათ აგურის, "მარაოსებრი" წყობით გამოყვანილი, მშვილდა თაღების შუა ნაწილებში, აგურის გამოწევით მიღებული საჭექი ქვები ამკობს. უკანასკნელთა თავზე შვერილი თაროებია მოწყობილი. თარო საჭექი ქვის თავზე ერთი საფეხურით წინაა გამოწეული. მთლიანად ფასადი სრულდება საკმაოდ მაღალი კარნიზით, რომელიც აგურის ხერხულა, დაკბილული და თაროსებრი წყობის მონაცვლეობითაა ამოყვანილი. სახლი შიდა ეზოს სამი მხრიდან ფარგლავს, მეოთხე ნაწილში კი მეზობელი სახლის ყრუ კედელია. სახლის ეზოსკენ გახსნილი, ხის აივნების ნაწილი ამჟამად, შემინულია. სახლი თუნუქითაა გადახურული. შენობა აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი, ეკლექტური ფასადის გაფორმებაში შეინიშნება კლასიციზმის ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3775
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ანაკლიის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80361792
Y: 41.71432567