ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2975
ObjectID: 2975
ID: 2975
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: 1900 წელს აგებული შენობა, მიუხედავად მომცრო მასშტაბისა, ფსევდო-კლასიცისტური და მოდერნის არქიტექტურული ნიშნების თავისებური შერწყმით იქცევს ყურადღებას. კვადრატული გეგმარების და ორფერდა გადახურვის შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას. ცენტრალური, სამხრეთის ფასადი ი. ჯავახიშვილის ქუჩას გადაჰყურებს, გვერდითა ფასადები შეულესავი აგურით ამოყვანილი ყრუ კედლებია. ზურგის ფასადი შიდა ეზოს გადაჰყურებს. შენობა ბელეტაჟზე შესმული ერთსართულიანი ნაგებობაა, რომლის ფასადი ისევე, როგორც ეზოს ასფალტის საფარი და გადახურვა, განახლებულია. საფასადო კომპოზიციას ორდერული დანაწევრება უდევს საფუძვლად. მაღალ ცოკოლზე შესმული, დენტიკულებით გაფორმებული, პროფილირებული მაღალი კარნიზითა და ყრუ პარაპეტით დაგვირგვინებული ფასადის ვერტიკალურ დანაწევრებას უზრუნველჰყოფს მცირედ შვერილი, კანელურებით დაღარული და სტილიზებული კორინთული სვეტისთავებით დამშვენებული პილასტრები. პილასტრებითვეა ფლანკირებული ეზოში შემავალი ჭიშკრის კარებიც. სამხრეთ ფასადის სიმეტრიის ღერძზე ხის მოჩუქურთმებული, მაღალი ყრუ კარია მოთავსებული, რომელსაც სამკუთხა ფრონტონის ფორმისა და ჭვირული რკინის ცხაურებით დეკორირებული წინფრა ამშვენებს (სადარბაზო ჩაკეტილი იყო და მისი ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა). შენობის ფასადზე განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფილირებულ საპირეებში ჩასმული სარკმლების საჭექი ქვები, რომლებიც მითოლოგიურ პერსონაჟებს განასახიერებენ, როგორიცაა, მაგ., ცხვრის რქებით აღჭურვილი პანი. ამ მოტივთან, ან საერთოდაც, დიონისურ კულტთან კავშირში უნდა იყოს, სარკმლებს შორის ჩასმული ყურძნის მტევნების გირლანდები. ჩრდილოეთით ეზოს სიღრმეში განვითარებული ზურგის ფასადი, საკმაოდ სახეშეცვლილი ჩანს, რადგან მოსალოდნელი ხის კონსტრუქციების ნაცვლად, ამოშენებული კედლები და შუშაბანდებია. შენობის სარდაფების ნახვა ვერ მოხერხდა. ეზო მოვლილი და გამწვანებულია; მის სიღრმეში კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლია ჩადგმული. შენობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, როგორც ითქვა, მისი ფასადები განახლებულია. ავთენტურობის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში რაიმე უხეშ დარღვევას არა აქვს ადგილი. ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მაღალმხატვრული საფასადო სკულპტურის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5365
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./27
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1900 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80418573
Y: 41.70645083