CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2972
ObjectID: 2972
ID: 2972
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული ორსართულიანი ნაგებობა ძველი აგურითაა ნაშენი. შენობა შელესი და შეღებილია. 2012 წელს აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოს ფარგლებში მოხდა ფასადის განახლება, გამოიცვალა რკინის ჭიშკარი და კარ-სარკმელთა ჩარჩო, ნაგებობას დაემატა ატიკი. შენობის დეკორატიულ გაფორმებაში კლასიციზმის ელემენტებია გამოყენებული. ფასადის პირველი სართულის კედელი ქუჩების გადაკვეთის ადგილას გახსნილია. კუთხის შვერილი ყველაზე აქცენტირებული ნაწილია შენობის გაფორმებაში, ნახევარსარდაფის კარი, აივანი და მისკენ გაჭრილი კარი სწორედ აქ არის განთავსებული. კომპოზიციას ასრულებს ახლადგაკეთებული ატიკი. შენობის გვერდითი ფასადის კარ-სარკმელთა ღიობებს პროფილირებული საპირე შემოუყვება და სადა სანდრიკი ამკობს, ამას ემატება სარკმლის ქვემოთ სწორკუთხა დეკორატიული ნიში. ღიობების შორის რუსტირებული კედლის სიბრტყე კანელურებით დაღარული დორიული პილასტრებით ივსება. კომპოზიცია სრულდება კარნიზითა და პარაპეტით. ეზოს მხრიდან ნაგებობა არაერთგზის გადაკეთების კვალს ატარებს, იქნება ეს აგურით ამოშენება თუ შელესილობა. ეზოს დათვალიერებისას საყურადღება არა თავდაპირველი ელემენტებია, არამედ დაზიანებები, რომლებიც მიუთითებს რომ ფასადგანახელბული ნაგებობის ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. ფასადის თავდაპირველ იერსახეში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიუხედავად, შენობა ინარჩუნებს ისტორიულ-არქიტექტურულ მნიშვნელობას და მიმდებარე განაშენიანებაში საგულისხმო როლი ენიჭება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4244
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./9.ტყვიავის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80408844
Y: 41.70338007