CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2970
ObjectID: 2970
ID: 2970
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმაში U-ს ფორმისაა.2 სართულიანია, ოთახების განლაგება ანფილადურია. ნაგებია აგურით, შელესილია და შეღებილი. ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე სარკმლები სიმეტრიულად არის განლაგებული. ყველა მათგანი დეკორატიული ნალესობით არის შემკული. პირველი სართულის სარკმლებს თავსართებზე ბავშვისსახიანი სკუპლტურული ნაძერწობა ამკობს, ხოლო ცარიელ არეებს - სადა პილასტრები. მეორე სართულზე მორთულობა უფრო უხვია - სარკმლის დეკორატიულკრონშტაინებიანი სანდრიკებია გამოყენებული, ხოლო სარკმლებს შორის დაღარული პილასტრები დაუყვება, რომელსაც მცენარეულ მოტივში მოქცეული ანტროპომოფრულგამოსახულებიანი კაპიტელები ამკობს. სარკმლის ქვემოთ კი გირლანდებიანი მართკუთხა ნიშებია. კარნიზს საკმაოდ მაღალი, იგივე მართკუთხა ნიშებიანი პარაპეტი ასრულებს, რომლის ცენტრშიც თაღოვანი ატიკია აღმართული, ქალის სკულპტურული გამოსახულებით. ფასადზე, თავდაპირველად, ორი აივანი იყო, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი – ოვალურგვერდებიანი სწორკუთხა შვერილით და ჭვირული ლითონის მოაჯირით. მოგვიანებით როგორც ჩანს მესამე აივანი მიადგეს კუთხეში, რომელიც თავდაპირველ ფასადს ამახინჯებს. აქვს ერთი სადარბაზო, ხის კარით და მის გევრდით, ეზოში შესასვლელი ლითონის ცხაურიანი ჭიშკარი, ზედა ნაწილში დეკორატიული ჭვირულით. დაბალ ტიმპანზე კი ლომის თავია გამოსახული, ეტყობა წითელი საღებავის კვალი. ეზოში შესასვლელ გვირაბში აღსანიშნავია, კედლის გასწვრივ (კედელში) ჩაყოლებული შუშაბანდი , რომელის თავის დროს სავაჭრო დანიშნულების იყო. ეზოს, ფაქტობრივად, თავდაპირველი იერი აქვს შენარჩუნებული, აღსანიშნავია ხის დეკორატიული მოაჯირები, სვეტისთავის მორთულობა, კრონშტაინები და მის ქვეშ შემოყოლებული დაკბილული “ლენტა”. ეზოში სამი ლითონის კიბეა – ორი ლითონის რიკულებიანი მოაჯირით და მცირე ბაქნებით, მესამე – წრიული. სახლს ეზოს მხრიდან აქვს სარდაფებში ჩასასვლელი. სარდაფი მთელ სახლს შემოუყვება. ზოგი საცხოვრებელ სივრცედ არის გადაქცეული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5166
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1887 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80313361
Y: 41.71064645