{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2968?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2968?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2968?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2968",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2968,
    "ID" : 2968,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\" და გეგმაში ლათინურ \"უ\"-ს წარმოადგენს. ის საერთო განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი ფასადით გ. სუნდუკიანის ქუჩაზე გადის. \r\nშენობის მარცხენა ნაწილში ეზოში შემავალი, სწორკუთხა გვირაბია გაჭრილი, რომელსაც საფასადო მხარეს ლითონის აჟურული ჭიშკარი აქვს შებმული. გვირაბის მარცხენა მხარეს სადარბაზოს რკინის კარია, რომლის თავზეც ლომის სკულპტურული თავია მოთავსებული. ხსენებული ღიობის ასწვრივ სწორკუთხა, კუთხეებშეტეხლი არშიების მქონე, ორი სარკმელია მოთავსებული, რომლებიც ქალისთავიანი საჭექი ქვებითაა შემკული. მარცხენა ნაწილი სარდაფის სართულით არის ამაღლებული. უკანასკნელის გლუვ კედელში ორი, სწორკუთხა, უსამკაულო ფანჯარაა მოთავსებული. მათ ასწვრივ ორი ღიობია, მარჯვენა კარისაა და წინიდან, ლითონის აჟურულმოაჯირიანი, ფრანგული აივანი აქვს მიდგმული, მარცხენა კი ფანჯრისაა. მათი მორთულობა აღნიშნულ ფანჯარათა იდენტურია. პირველი სართული განაპირა ნაწილებში გლუვი რუსტებისაგან შედგენილი პილასტრებით არის ფლანკირებული, მსგავსი პილასტრი აუყვება ფასადის ცენტრალურ შუაკედელსაც. პილასტრები მეორე სართულის კედელზეც გრძელდება. პირველი სართული პროფილირებული სარტყელით სრულდება. \r\nმეორე სართულზე მარცხნიდან მეორე ღიობი კარისაა და წინიდან ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს მიბჯენილი. აივანი ცალქანობა საჩრდილობელით არის დაბურული. სართულის დანარჩენი ფანჯრის ღიობები სამი მხრიდან არშიაშემოვლებულია, ქვედა მხარეს კი მათ ჰორიზონტალური სარტყელი აჩარჩოვებს. შესაბამის ადგილებში ფანჯრები ქალისთავიანი საჭექი ქვებითაა მორთული. მთლიანად ფასადი ქვემოდან სარტყელით, ზემოდან კი შვერილი კარნიზით მოსაზღვრული, გლუვი ფრიზით სრულდება, რომელშიც საგრძნობი დისტანციით, ნაძერწი კრონშტეინებია ჩადგმული. შვერილ კარნიზს სწორკუთხა ჩაღრმავებების მქონე პარაპეტი ასრულებს. შიდა ეზოს შენობა სამი მხრიდან ფარგლავს, მეოთხე მხარეს მეზობელი სახლის ყრუ კედელია, რომელსაც დიაგონალური მიმართულებით, მეორე სართულის კიბე აუყვება. \r\nეზოსკენ მიმართული, ღია აივნები ამჟამად, შელესილია ან შემინული. სახლი გადახურულია თუნუქის სახურავით. ის აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. ფასადის მორთულობაში შეინიშნება რენესანსისა და ბაროკოს ნიშნები.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4903",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "სუნდუკიანი გაბრიელის ქ./19",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803065840000002,
    "Y" : 41.705350449999997
  }
}