ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2967
ObjectID: 2967
ID: 2967
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში მართკუთხა მოხაზულობის მქონეა. იგი საერთო განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი, შეულესავი, აგურის ფასადით გ. სუნდუკიანის ქუჩაზე გადის. ფასადის მარცხენა კუთხეში ეზოში შესასვლელი, სწორკუთხა გვირაბია გაჭრილი, რომელსაც ლითონის ჭიშკარი აქვს შებმული. უკანასკნელის მარჯვნივ კი სადარბაზოს კარია მოთავსებული. სართულის დანარჩენი ნაწილი, თანაბარი რიტმით გაჭრილი, მშვილდათაღოვანი ფანჯრებითაა დანაწევრებული. ისინი მხოლოდ ქვედა ნაწილში გავლებული, ჰორიზონტალური სარტყელით არის მოჩარჩოებული. ღიობთა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის, სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული. სარტყელის დონიდან, გვირაბს და მარჯვენა, განაპირა ორ ფანჯარას აგურის წყობით გამოყვანილი, გლუვი რუსტებით შედგენილი პილასტრები აუყვება, რომლებიც მეორე სართულზეც გრძელდება. სართულებს შორის, გამყოფად შვერილი სარტყელია გავლებული. მეორე სართულის ცენტრში ორი ღიობის (მარჯვენა ფანჯრისაა) მომცველი, სწორკუთხა, ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანია მოთავსებული, რომელსაც ცალქანობა საჩრდილობელი აქვს გაკეთებული. გვირაბის თავზეც აივანია, ოღონდ, იგი ხისაა და შემინული. სართულის ყველა ღიობი სწორკუთხაა. ფანჯრის ღიობების ჩამოსწვრივ, ასევე სწორკუთხა უბეებია, რომელთა თავზეც ღიობთა ქვედა ჰორიზონტალების მომაჩარჩოებელი სარტყელია გავლებული. შუა ოთხი ღიობის ასწვრივ, საგრძნობი დისტანციით შვერილი თაროებია მოთავსებული. ფასადი სამსაფეხუროვანი კარნიზით და მასზე გავლებული პარაპეტის დაბალი კედლით სრულდება. ეზოს მხარეს არსებული, ღია აივნები პირველი სართულის დონეზე ამოშენებულია, მეორე სართულზე კი ნაწილობრივ - შემინული. სახლი გადახურულია თუნუქის სახურავით. იგი აშენებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. ქუჩისკენ მიმართული ფასადი კლასიციზმის ნიშნების მატარებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4901
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სუნდუკიანი გაბრიელის ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8029549
Y: 41.70525984