ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2966
ObjectID: 2966
ID: 2966
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: გ. ჩუბინაშვილის ქ. #77 საცხოვრებელი სახლი სამსართულიანია, აქვს სარდაფი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგური", ფასადი შელესილია და მოყვითალო-მონაცრისფროდაა შეღებილი. სახლს აქვს სწორკუთხა მოხაზულობის, შიდა ეზო, რომელსაც ოთხივე მხრიდან უვლის შენობა. შესასვლელი ფასადის ცენტრშია მოთავსებული. ეს არის ეზოში შესასვლელი გვირაბი, რომელსაც ფასადის მხრიდან თაღოვანი გაფორმება აქვს და თაღი ნაწილობრივ, მეორე სართულის ფარგლებში იჭრება. მის თავზე გადაყვანილია სართულების გამყოფი პროფილირებული სარტყელი. თაღის ცენტრში ნალესობით "საჭექი ქვაა" გამოყვანილი, რომელიც დამატებით, ხუროთმოძღვრულ მახვილად აღიქმება. ეზოში შესასვლელის გვერდზე სადარბაზოა განთავსებული. საცხოვრებელი სახლის მთავარი ფასადი ძირითადად, ხუროთმოძღვრული პროფილით და პლასტიკური დეტალებითაა გაფორმებული, აქ არ არის ნაძერწი სამკაული. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული სარტყელით. მეორე და მესამე სართულზე, შესასვლელის აყოლებაზე პილასტრისებრი, რუსტირებული შვერილებია გამოყვანილი. ფასადის ვერტიკალური ღერძი სრულდება ფრონტონით (ამჟამად, ფრონტონი დაზიანებულია). ღიობების ფორმა ყველა სართულზე ერთგვაროვანია. ისინი სწორკუთხა მოხაზულობისაა, სამი მხრიდან ევლებათ საპირე. სარკმლების ქვემოთ კედლის სიბრტყიდან ჩაზნექილი, სწორკუთხა არეებია გამოყოფილი. ფასადის მეორე და მესამე სართულზე რამდენიმე, ღია აივანია გადმოკიდებული, რომლებსაც ლითონის აჟურული მოაჯირები ამკობს. შენობის ეზოს სამივე სართულს თავდაპირველად, შემოუყვებოდა ხის აივნები. ამჟამად, ისინი ნაწილობრივ ამოშენებული, ან შემინულია. დიდ ნაწილს შერჩენილი აქვს მოხარატებული აივნები და კვადრატული კვეთის წიბოებჩამოთლილი ხის სვეტები. ეზოში განთავსებულია მეორე სართულზე ასასვლელი სამი, ხის კიბე. მესამე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედები აივნის ფარგლებშია მოწყობილი. საცხოვრებელი სახლი ურბანული მემკვიდრეობის საინტერესო მაგალითია. შენობა თავისი ზომის და გეგმარების მიხედვით, ალბათ ე.წ. "შემოსავლიან სახლს" წარმოადგენდა, გასაქირავებელი ბინებით და ოთახებით. მიუხედავად ამისა, ნაგებობა ინარჩუნებს ტრადიციული, თბილისური საცხოვრებლის ყველა ნიშანს. ეს საყურადღებოა, რადგან თბილისური საცხოვრებელი, უმეტესად, კამერულია, ინდივიდუალურ მფლობელზე გათვლილი და ძნელად ეგუება მრავალბინიან შენობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ფასადის გაფორმებაში შეინიშნება გარკვეული ტაქტი, ზომიერება, სამშენებლო ოსტატობის მხრივ. მთავარ ფასადზე შეინიშნება გვიანი კლასიციზმისა და ბაროკოს ნიშნები. შენობა აგებული უნდა იყოს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5165
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./77
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79731499
Y: 41.71998672