CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2965
ObjectID: 2965
ID: 2965
Name: სახლ-მუზეუმი
FullName: სახლ-მუზეუმი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ერთსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. სახლი ქუჩის წითელი ხაზიდან ათიოდე მეტრით შიგნითაა აგებული, მის წინ არსებული ბაღი კი ქუჩისგან ზღუდით არის გამიჯნული. საფასადე ნაწილი შვიდი, სწორკუთხა ღიობითაა დანაწევრებული. მათგან ცენტრალური, სადარბაზო კარია. ზემოთ ხსენებულ ზღუდემდე "სვეტებზე" დაბჯენილი, ორქანობა გადახურვის მქონე, ლითონის გრძელი წინფარაა მოთავსებული, ზღუდის ცენტრში წინფარა ორ, გეგმაში კვადრატულ ბურჯს ეყრდნობა, რომელთა შორისაც ეზოში შესასვლელი კარია მოწყობილი. ფასადზე აგურის შეღებილი (ვარდისფერი ტონი), და დეკორატიული ლესვით (მოყვითალო ტონი) იმიტირებული, ქვის წყობის, ჰორიზონტალური ზოლები ენაცვლება ერთმანეთს. ფანჯრები არშიების გარეშეა, მხოლოდ, ქვედა, ჰორიზონტალურ ნაწილებში მოთავსებულია შვერილი თაროები. დანარჩენ ნაწილებში პროფილები ნალესობითაა გამოყვანილი (კაპიტელები, კრონშტეინები). ფასადი კარნიზითა და მასზე დაბჯენილი პარაპეტით სრულდება. ეზოში შესასვლელი, ლითონის ჭიშკარი ზღუდის მარცხენა ნაწილშია მოწყობილი. მისი მეშვეობით ვხვდებით გასასვლელში, რომლის გასწვრივაც მარჯვენა მხარეს არსებული შენობის ყრუ კედელი შელესილია და ყვითლად შეღებილი. ეზოს სახლი სამი მხრიდან ფარგლავს. ხის ღია აივნები, რომლებიც ოდესღაც, გახსნილი იყო, ამჟამად, შემინულია. ეზოს ცენტრში წრიული შადრევანია. სახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მისი მთავარი ფასადი მოდერნის სტილის ტიპური ნიმუშია. ეზოზე გამავალი შემინული აივნები კი თბილისურ ტრადიციას მისდევს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5147
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩუბინაშვილი გიორგის ქ./22
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული/მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
კულტურა>>მუზეუმი;კულტურა;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80184915
Y: 41.71229538