CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2964
ObjectID: 2964
ID: 2964
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დიმიტრი უზნაძის ქ.#83 და გია ტეტელაშვილის ქ.#12 ქუჩათა კვეთაზე მდებარეობს. ნაგებობა ორსართულიანია სარდაფით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ქუჩაზე გამავალი ორი ფასადი დეკორითაა გაფორმებული. პირველ სართულზე რუსტირებული, ხოლო მეორე სართულზე კი შენობის კუთხის ნაწილებზე სადა პილასტრებია წარმოდგენილი. ნაგებობის ცენტრალური ნაწილი ამაღლებულია ნახევარწრიული ფორმის პარაპეტით. ნაგებობა, ორივე სართულზე, სიმეტრიულად ღიობებითაა დანაწევრებული. თითოეული ღიობი ასევე სადა, ხაზობრივ გეომეტრიზირებული დეკორითაა მოჩარჩოებული. რუსტირებულია სადარბაზო კარისა და მეორე სართულზე მდებარე რკინის აივნის გარშემო ნაწილები. აივანი ამჟამად გადახურულია თუნუქით. სადარბაზოს კარი, რომელიც ორნაწილიანია, ლითონის ორნამენტირებული ცხაურითაა შემკობილი. წერილებისათვის განკუთვნილ ყუთს კი Fფრანგული წარწერაა აქვს დატანილი ,,LEთთღEშ’’. სადარბაზოში აღსანიშნავია ხის კიბეები. გვერდით გამავალი აგურის ფასადი სადა და შეუღებავია. აქ პირველ სართულზე მხოლოდ 2 ღიობია გაჭრილი, ხოლო მეორე სართულზე 3 პატარა სარკმელს ვხვდებით. ეზოს მხარეს თბილისური ტიპის, ხის ჭვირული აივნიანი ფასადია წარმოდგენილი. მისი ნაწილი ამოშენებულია, აივნის მხოლოდ ცენტრალური ნაწილია დარჩენილი. გაფორმებულია ხის სვეტები და მისი მოაჯირი. აივანზე ასვლა ხის კიბითაა შესაძლებელი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ნაგებობა მაღალმხატვრული არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4965
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./83.ტეტელაშვილი გიას ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79417642
Y: 41.71021585