{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2963?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2963?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2963?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2963",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2963,
    "ID" : 2963,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის დავით აღმაშენებლის გამზირის #189-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომელბიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. \r\nდავით აღმაშენებლის გამზირის #189-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, კომპლექსის დანარჩენი ნაგებობების მსგავსად, საყურადღებოა საფასადო კომპოზიციის გადაწყვეტისას ისლამურ-მავრული არქიტექტურული მოტივებისა და ქართულ ,,ეროვნული სტილთან” აპელირებით, რაც იმ დროისთვის, უმთავრესად, შუა საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრების დეკორატიული მოტივების ციტირებას გულისხმობდა. აგურით ნაგები შენობა გეგმარებით, ძირითადი არქიტექტურული მასების გადანაწილებით, საფასადო კომპოზიციითა და დეკორით კომპლექსის ერთიანი არქიტექტურული იერსახის განუყოფელი ნაწილია. გეგმარებით რუსული ასო ,,Т”-ს ფორმის სამსართულიანი კორპუსი მრავალბინიან სახლს წარმოადგენს სამი სადარბაზო შესასვლელით. მისი საერთო კონფიგურაცია და მასათა გადანაწილება სიმეტრიულია. სახლი მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი სამხრეთის ფასადით დ. აღმაშენებლის გამზირზე გამოდის. სამხრეთის ფასადზე პირველი Dდა მეორე სართულები მცირედი შვერილით გამოდის გამზირის ტროტუარზე. სწორკუთხა ფანჯრების სიმეტრიული რიგით დანაწევრებული მესამე სართული ძლიერად შვერილ კარნიზს იყრდნობს. #195-გან განსხვავებით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე ახლო ანალოგს წარმოადგენს, სამხრეთ ფასადის კარნიზს დაშენება არა აქვს ისევე, როგორც არ არის ჩრდილოეთის, უკანა ეზოს ფასადის ლოჯიებიანი და ტერასიანი კიდურა ფლიგელი. ჩრდილოეთ ფასადის სისადავეს უხეშად არღვევს პირველი სართულის დონეზე არსებული მასიური მოცულობის მინაშენი (ამჟამად სამედიცინო კლინიკაა შიგ მოთავსებული). მაღალი ვიტრინებით გაფორმებული მთავარ, სამხრეთ ფასადზე პირველ სართულსა და მეორე, სამყურა თაღედით გადაბმულ ლოჯიათა (რიცხვით ცხრა) სართულს, გიგანტური ბრტყელი პილასტრები აერთიანებს. მათ დეკორს წარმოადგენს ნალესობაში გამოყვანილი მცენარეულ-გეომეტრიული რელიეფებით დაფარული პილასტრთა კაპიტელები, კუთხის ლილვების მცენარეული მოტივის ჩუქურთმები, ხოლო ლოჯიათა პარაპეტებზე განმასხვავებელ ნიშნად დატანილია ხოხბის სტილიზებული გამოსახულებები. პილასტრების კაპიტელებისა და მარტივი თაროების ნალესობა ჩამოტეხილი და ჩამოცვენილია. შენობის გვერდითა ფასადების ნახაზი მაღალ ცოკოლსა და ძლიერად შვერილ კარნიზს შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეზე სიმეტრიულად განთავსებულ ღიობთა სისტემას მოიცავს, რკინისმოაჯირიანი მომცრო აივნებით მეორე და მესამე სართულის დონეზე (მესამე სართული აივნები წინფრებით არის გადახურული). კარისა და ფანჯრის ყველა ღიობი სწორკუთხაა, გარდა სამხრეთ ფასადის ამოშენებულ ლოჯიათა შეისრული ფორმის ფანჯრებისა. რკინის მოაჯირებით გაწყობილი, სარკმლებით განათებული სადარბაზოები ქვისმარშიანი და რკინის მოაჯირიანი კიბეებით არის გაწყობილი. სახლს ასრულებს ლითონის საფარით გადახურული სხვენი, რომლის განათებისა და განიავების მთავარ წყაროს სამერცხლე სარკმლები წარმოადგენს. \r\nკორპუსის საკმაოდ მაღალი (დაახლ. 3 მ) ბრტყელჭერიანი სარდაფი ეზოს ფასადზე ნახევარსარკმლებით გამოდის. ბოლო წლებში შენობაზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, განახლებულია ფასადები, მინაშენები. \r\nძეგლის მნიშვნელობას ისტორიულ კონტექსტთან ერთად მისი მხატვრულობაც განაპირობებს. ავთენტურობის ხარისხი ყველაზე ცუდად ჩრდილოეთ ფასადზეა დაცული, სადაც, როგორც ითქვა, სამედიცინო კლინიკის მასიური და უსახური მოცულობის მინაშენია მიდგმული. სამხრეთ ფასადზე გამაერთიანებელი კედლის პილასტრების კაპიტელების დეკორატიული ნალესობა დაზიანებული და ჩამოტეხილია, საჭიროა მათი რესტავრაცია. მიუხედავად არსებული დარღვევებისა, აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4193",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./189",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა;",
    "Classification" : "არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.789885030000001,
    "Y" : 41.720258800000003
  }
}