ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2959
ObjectID: 2959
ID: 2959
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული შენობა ძველი აგურითაა ნაშენი, ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილია და შეღებილი. ნაგებობა ორსართულიანია. 2012 წელს დ. აღმაშენებლის რებილიტაციის პროცესში შეიღება ფასადი, გამოიცვალა სადარბაზოს კარი. ამავე კარსა და პირველი სართულის ორ დიდ სარკმელს, ასევე კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი სივრცის კარს გაუკეთდა ლითონის ორნამენტული გისოსები; შეიცვალა მეორე სართულის სარკმელთა ჩარჩოც. ნაგებობის გეგმა რუსული ,,Г"-სებრია. შენობის ქუჩისკენ მიმართული ფასადი უხვადაა შემკული მცირე პლასტიკის ნიმუშებით და სხვადასხვა დეკორატიული ელემენტით. ყველაზე უხვად მეორე სართული იმკობა. ეზოში შემავალი ჭიშკრის თავზე სარკმელი სიგანითაც გამოიყოფა და, ასევე ზომით გარმოჩეული იონიური პოლასტრებითაც. პილასტრების ტანი დამატებით ნაძერწი გირლიანდით იმკობა, ისევე, როგორც სარკმელსა და მშვილდისებრ ფრონტონს შორის არსებული სივრცე. პილასტრებითაა ფლანკირებული ნაგებობის საპირისპირო კუთხეში მოცემული წყვილი სარკმელიც სამკუთხა ფრონტონებით. მათ შორის არსებული კედლის სიბრტყე განსაკუთრებული სიუხვით ირთვება მედალიონში ჩასმული ამურების გამოსახულებით, ასევე რელიეფური გირლიანდებით. მედალიონის ქვემოთ წარმოდგენილია სანდრიკი - ლომის თავი. მათ ქვემოთ, ნიშებში ასევე მცირე პლასტიკის ნიმუშებია რელიეფური გირლიანდები. ცენტრში ასევე სამი ღიობია, ორი სარკმელი და ცენტრში ლითონის აივანზე გამავალი კარი (აივანი შეიცვალა რეაბილიტაციის დროს). ნაგებობას ასრულებს პარაპეტი. შენობის გეგმიდან მცირე შვერილის სახითაა წარმოდგენილი პირველი სართული, რომელიც სარდაფს უერთდება და დღეს აქ ტავერნაა. სადარბაზოს ფოტოგადაღება ვერ მოხერხდა, რადგან შენობაში ქ. თბილისისი მერიის გამგეობაა განთავსებული და ნება არ დამრთეს. თუმცა, დათვალიერებისას ცხადია გახდა, რომ შემორჩენილია თავდაპირველი ქვი იატაკი და ლითონის მოაჯირი. ეზოს მხრიდან შენობა ნაწილობრვი სახეცვლილია. ფასადი, მეტწილად, შელესილია და შეღებილი. თუმცა, შენობის გრძივ ნაწილში, მეორე სართულზე შემორჩა ხის აივანი ჭვირული მოაჯირითა და ხისავე სვეტებითა და კრონშტაინებით. მთლიანობაში ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა საშუალოა. ეზოს მხრიდან იგრძნობა ნესტის გავლენა, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებები არ შეინიშნება. ნაგებობა სტილურ-მხატვრული ნიშნებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულ და არქიტექტურულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4228
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./65
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი; საცხოვრისი>>ქალაქური;ადმინისტრაციული;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79945181
Y: 41.70718304