CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2958
ObjectID: 2958
ID: 2958
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ავტორი მ. მელია.
მე-20 საუკუნის შუა ხანებში აგებული 5 სართულიანი სახლი აღმაშენებლის გამზირისა და მარჯანიშვილის ქუჩის არქტექტურულ შემაკავშირებელსა და მოედნის ერთ-ერთ დომინანტურ ნაგებობას წარმოადგენს. აგურით ნაშენი და შელესილი შენობის გაფორმებაში იგრძნობა ამპირისა და ქართული ხურომოთძღვრული მოტივებით შთაგონებული ელემენტების გავლენა, რაც დეკორატიულ გაფორმებასა და კონსრუქციულ დეტალებში ვლინდება. პირველი სართული, რომელიც ბანკის შენობას, ასევე კომერციულ ფართებს მოიცავს, ბაზალტის მძალვრი ფილებითაა მოპირკეთებული. მეორე სართული რუსტირებულია, სარკმლის ღიოებიბით და მათ წინ მოცემული ცრუ აივნებით რიტმულად დანაწევრებული (ზოგან ესაა ქვის იონიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღედი, ზოგან კი ლითონის ცხაური). მეორე და მომდევნო სართულებზე, ასევე სარკმლის ღიოებებითა და ქვის რიკულებიანი აივნებია მოცემული. ღიოებების თანაბარ რიტმს აივნების განლაგება, ზოგან მათი ვერტიკალური შვერილით გადაბმა უფრო დიმანიმურს ხდის და საკმაოდ დიდ სირვცეზე გადაშლილ კომპოზიციას რამდენადმე აცოცხლებს. აივნების გარდა, ზედა სართულების რამდენიმე სარკმლის ზემოთ მოცემული ფრონტონი ასევე ავსებს კედლის სიბრტყეს და დამატებით დეკორატიულ დატვირთვას იძენს. აღმაშენებლის გამზირზე შენობის ხაზი შეტეხილია, რაც მოედნისა და ქუჩის გეგმარებითაა გამოწვეული. აქ ვხვდებით ქვის ლოჯიას მეორე სართულზე, რომლის ჭერი მესამე სართულის აივნის იატაკის როლს ასრულებს. შენობას მთელს ფასადზე მიუყვება ვარდულებისგან შემდგარი ფრიზი, ბოლოს კი ბალუსტრადით სრულდება. ნაგებობას, ასევე ორ მხარეს აქვს მეზონინი. მარჯანიშვილის ქუჩისკენ მიმართულ ფასადზე მეზონინის სარკმლები ოთხმალიანი ნახევარწიული თაღედით იხსნება, ხოლო აღმაშენებლის გამზირისკენ მიმართული მეზონინის თაღები შეისრულია და იგი დამატებით ბალუსტრადით სრულდება. შენობის გაფორმებაში აქტიურ ვერტიკალურ ხაზს შპილები გამოკვეთს. კ. მარჯანიშვილის ქუჩის მხრდან სწორკუთხა შესასვვლელის გავლით ეზოში მოხვედრაა შესაძლებელი. ეზოს მხრიდან ნაგებობის ფასადი მნიშვნელოვნად სახეცვლილია, რადგან მთელს გაყოლებაზე აგურის შეულესავი კედლის სიბრტყე სწორკუთხა მიშენებებითაა ათვისებული და მხოლოდ ალაგ-ალაგ ხვდება თვალს შეულესავი აგურის კედლის სიბრტყე. აღმაშენებლის გამზირის მხიდან შენობაში მოხვედრა ორი სადარბაზოთია შესაძლებელი, სადაც ქვის იატაკი და ლითონის მოაჯირი თავდაპირველი სახითაა შემონახული. ამავე მხარეს ფასადზე სხვადასხვა მემორიალური დაფა ამ სახლში მცხოვრები მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ცნობილი ბალერინების სახელებს გვამცნობს: მიხეილ წინამძღვრიშვილი, ილია ლაღიძე, ნათელა ტუღუში, გიორგი ტუღუში, გრიგოლ კოსტავა, ალექსანდრე ციმაკურიძე, კოსნტანტინე ჯორჯიკია, მიხეილ მელია, მარია ბაუერი, ეთერ ჭაბუკიანი. აქვეა განთავსებული ცნობილი ბალერონის, ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმი. ნაგებობის მდგომარეობა კარგია. ფასადი 2012 წელს აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაცი სამუშაოს პროგრამის ფარგლებში განახლდა (შეიღება თავიდან). თუმცა, მარჯანიშვილის მხრიდან, ზედა სართულზე ჩანს ამოტეხილი ფრიზი და კედლის სიბრტყიდან ამოზრდილი გაზის გამათბობლის მილი. ასევ, გარკვეულწილად, საფრთხილოა ეზოს მხრიდან არსებული მრავალრიცხოვანი მიშენებები. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩისა და მოედნის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4242
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./83.მარჯანიშვილი კოტეს ქ./23
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის შუახანა.
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>ქალაქური>>1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.79800851
Y: 41.70930794